მსახიობი გიორგი მახარაძე რამდენიმე წლის წინ მეორედ დაოჯახდა. მისი რჩეული ასევე მსახიობი მარიამ ნადირაძეა. წყვილს ერთი გოგონა, ნიკა ჰყავს. მარიამი და გიორგი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევიან. ისინი გამომწერებს ხშირად უზიარებენ როგორც პირად, ისე ოჯახურ კადრებს და მათგან ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებენ.
სულ ცოტა ხნის წინ მარიამ ნადირაძემ სოციალურ ქსელში ქალიშვილთან, ნიკასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანდა, რომ ის შვილს საჯარო სივრცეში ძუძუთი კვებავდა. ფოტოს დიდი გამოხმაურება და განსხვავებული მოსაზრებები მოჰყვა. ამჯერად კი მარიამი მორიგ ოჯახურ კადრებს აქვეყნებს:
„ძუძუთი კვება ოჯახური საქმეა. განვმარტავ და გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას. ამას დრო, პრაქტიკა და მოთმინება სჭირდება. მახსოვს, სამშობიაროში მე იმდენად გაბრუებული ვიყავი, რომ არც მესმოდა წესიერად, რას მეუბნებოდნენ. გიორგი იმახსოვრებდა, როგორ ჩაგვედო ნიკასთვის ძუძუ და პირველი თვეები ყოველთვის მეხმარებოდა, რადგან ვიყავი ძალიან დაძაბული და მოუქნელი, დაბნეული. ალბათ, გიორგიც იყო დაბნეული, მაგრამ ძალიან დიდი მხარდაჭერა იყო, ფაქტობრივად, ერთად ვკვებავდით ნიკას. კარგია ბავშვის დაბადებამდე გაერკვეთ ძუძუთი კვების საფუძველში. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ეს დაგეხმარებათ ძალიან შემდეგი ეტაპებისთვის. p.s. გიორგის ტატუს ვახატავ და არ გვაცდის“ - წერს მსახიობი.