ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში პოპულარობით სარგებლობს და ბევრისთვის საყვარელი ტელესახეა. ის ამერიკაში ცხოვრობს, თუმცა საქართველოს ხშირად სტუმრობს. სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ნუკი პოპულარული შოუ „ნიჭიერის“ ერთ-ერთი წამყვანია. შოუს პირდაპირი ეთერების დაწყებამდე კი ის შვილთან ერთად ამერიკაში გაემგზავრა.
ნუკი ამერიკული ცხოვრების შესახებ დეტალებს საკუთარ გამომწერებს ხშირად უზიარებს. ამჯერად კი მადლიერების დღის ტრადიციას აცნობს და აჩვენებს, როგორ ატარებენ ამ დღეს ოჯახთან ერთად: „თქვენ ასე გხვდებათ დედამთილი?“ - ამბობს ის.