ოჯახი

„არ მესმის იმ მშობლის, ვინც ამბობს, ჩემს შვილს ყველაფრის უფლება აქვსო... ბავშვს უნდა ეტყობოდეს, რომ ოჯახში იზრდება“ - ია სუხიტაშვილი

„არ მესმის იმ მშობლის, ვინც ამბობს, ჩემს შვილს ყველაფრის უფლება აქვსო... ბავშვს უნდა ეტყობოდეს, რომ ოჯახში იზრდება“ - ია სუხიტაშვილი
ია სუხიტაშვილს საზოგადოება კარგად იცნობს. მაყურებელს მისი შესრულებით არაერთი ფილმი, სერიალი თუ სპექტაკლი უნახავს და ის ბევრისთვის საყვარელი მსახიობია. წარმატებული კარიერის მიღმა კი იას ოჯახი და ორი შვილი ჰყავს. მისი უფროსი ვაჟი უკვე 14 წლისაა და დედის გზას მიჰყვება. პირადი ცხოვრებისა და შვილების შესახებ იამ ჟურნალ „სარკესთან“ ისაუბრა: 

„გარკვეული დოზით თავისუფლებას ვაძლევ. არ მესმის იმ მშობლის, ვინც ამბობს, ჩემს შვილს ყველაფრის უფლება აქვსო. რას ჰქვია, ყველაფრის უფლება?! არსებობს წესები, რომელთა დარღვევა არ შეიძლება. ბავშვს უნდა
ეტყობოდეს, რომ ოჯახში იზრდება. ჩემმა 14 წლის შვილმა ღამე რომ სახლში არ გაათენოს, მე ვერ დავუშვებ, ან ღამის ორ საათზე შემოაღოს კარი. შეიძლება ძველმოდური ვარ, მაგრამ ასე ვფიქრობ. ვმეგობრობ ჩემს შვილთან, თუმცა დედაშვილობის ზღვარს არასდროს გადავდივარ. რაც შეეხება ირაკლის, 4 წლის არის, ნამდვილი ფერადი, ნათელი და საყვარელი ბიჭი“, - აღნიშნა ია სუხიტაშვილმა.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 12 /
ნანა
თქვენ გაიხარეთ ქალბატონო ია, ნეტა ყველა თქვენსავით ფიქრობდეს. კარგი შვილი რომ აღზარდოს, ჯერ მშობელი უნდა იყოს აღზრდილი. უფალმა დაგლოცოთ
00:53 / 26-01-2022
გამოხმაურება / 0 /
ნინია
ვეთანხმები ნამდვილად!!! არც მე ვარ ძველმოდური, 29 წლის ვარ, მყავს ორი ბიჭი და ნამდვილად ვთვლი, რომ ბავშვს უნდა ეტყობოდეს რომ ოჯახში გაიზარდა!!! ძალიან მესიამოვნა, რომ სწორი მიდგომა და სწორი აღზრდა თქვენთვის მნიშვნელოვანია
16:20 / 07-12-2021
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93