ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. ის ხშირად აქვეყნებს პირად და ოჯახურ კადრებს და გამომწერებს საკუთარ ყოველდღიურობასაც უზიარებს. ამჯერად ის გულშემატკივრების კითხვებს პასუხობს და ამბობს, რომ ბიოლოგიურ დედას აუცილებლად იპოვის: „ამას ხშირად მეუბნებიან და მწყინს ხოლმე. არ მინდა თქვენც გეწყინოთ, მაგრამ ერთი რამ ცხადი და გარკვეულია. მე დედა ნაპოვნი მყავს და დედაჩემი ისაა, ვინც გამზარდა. რაც შეეხება ბიოლოგიურ მშობელს, აუცილებლად ვიპოვი, აუცილებლად!“ - ამბობს თამუნა მუსერიძე.
როგორც ცნობილია, თამუნა მუსერიძემ რამდენიმე წლის წინ შეიტყო, რომ ის გაშვილებულია. მას შემდეგ აქტიურად ცდილობს იპოვოს ბიოლოგიური მშობლები და ამისთვის სხვადასხვა გზას იყენებს. ის საკუთარ ამბავს ტელეეთერშიც არაერთხელ მოჰყვა. სულ ცოტა ხნის წინ კი საავტორო გადაცემა გააკეთა, სადაც მსგავსი ისტორიის მქონე ადამიანებს ნათესავების მოძებნაში ეხმარება.