ნუკა კვალიაშვილი პოპულარული 2013 წელს ტელეშოუ „საქართველოს ვარსკვლავის“ საშუალებით გახდა. ნუკა ცნობილი ოჯახიდანაა, მისი დედა ასევე ცნობილი მომღერალი ეკა კვალიაშვილია. განსხვავებული სტილითა და ვოკალური მონაცემებით, ნუკამ ეკრანზე გამოჩენიდან ძალიან მალე მოახერხა საზოგადოებისთვის თავის შეყვარება. მას შემდეგ კი მისი კარიერა და პირადი ცხოვრება მუდმივად ინტერესის საგანია.
როგორც ცნობილია, მომღერალს რჩეულმა გოჩა გელაშვილმა ხელი სთხოვა. ვიდეო “ფეისბუკზე“ თავად ნუკამ გააზიარა: „თითქმის 3 თვე რომ გენატრება და ელოდები... ჩემი არანორმალური სიყვარული“ - წერდა ის.
ნუკა და მისი რჩეული პირველ შვილს ელოდებიან. მომღერალი უკვე ორსულობის მეცხრე თვეშია და სოციალურ ქსელში ფოტოებსა და ვიდეოებს ხშირად აქვეყნებს: „მეცხრეში ! პ.ს უსამართლობაა ეს ყველაფერი... კაცებიც უნდა აჩენდეთ!!!! აი, მაგალითად, გიბრუნებ 1 ნეკნს და საფასურად ორსულდები. ბოლო თვე არის გასაძლებად საშინელება მარა რაცაა ეგაა” - წერს ნუკა კვალიაშვილი.