ბათუმელ მოდელს, ლორენა ზოიძეს, სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. მისი ფოტოები და ვიდეოები გამომწერების მხრიდან ყოველთვის დიდ გამოხმაურებას იმსახურებს. ლორენას ხშირად ქართველ მონიკა ბელუჩისაც უწოდებენ. ის პუპულარული მას შემდეგ გახდა, რაც დედასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ძნელი გასარჩევია, რომელია დედა და რომელი - შვილი.
ლორენა ზოიძის ქორწილის ფოტოები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა. მან და მისმა რჩეულმა გივი ტაბაღუამ გულშემატკივრების მხრიდან უამრავი კომენტარი და დადებითი შეფასება დაიმსახურეს. როგორც აღმოჩნდა, ლორენას მეუღლე მეზღვაურია და პროფესიული საქმიანობის გამო ახლად შექმნილი ოჯახის დატოვება უწევს. ამის შესახებ მოდელმა ემოციური პოსტი გამოაქვეყნა: „მე მეზღვაურის ცოლი ვარ. ეს წარმოუდგენელი მონატრება ბევრმა არ იცის, რას ნიშნავს. ყოველთვის იმას ვამბობდი, მეზღვაურს ცოლად არ გავყვები-მეთქი, მაგრამ ჩვენ არ ვარჩევთ იმას, თუ ვინ შეგვიყვარდება. საყვარელ ადამიანთან სიშორე რთულია, ფიქრები ყოველ წუთს იმის შესახებ, თუ როგორ არის, რამე ხომ არ უჭირს და ა.შ. ბევრისთვის მეზღვაურის ცოლობა ასოცირდება ფულთან და იმასთან, რომ ასეთ ოჯახებს არაფერი უჭირთ, პირიქით, ყველაფერი თავზე გადასდით. ცდებით, მატერიალური ნივთი და საბანკო ანგარიში ვერ შემივსებს იმ დანაკლისს, რასაც მასთან თვეობით განშორება ჰქვია. ზურგის ქარს ვუსურვებ ყველა მეზღვაურს და შინ მშვიდობით დაბრუნებას“ - წერს ლორენა ზოიძე.