შალვა ნათელაშვილის მეუღლე, პოეტი ბელა ალანია სოციალური ქსელის მეშვეობით ულოცავს ქალიშვილს დაბადების დღეს:
"დაკო უჭმელია და ძილის წინ თაფლიანი წყალი მიმაქვს ხოლმე. თან ვეუბნები, ძალას მოგცემს, ვიტამინებს-მინერალებს შეიცავს, თავბრუ არ დაგეხვევა და ძილიც კარგი გექნება, შლაკებისგან გაგისუფთავებს ორგანიზმს, სახის კანიც ლამაზი გაგიხდება-მეთქი...
იქვე, ოთახში, დაკოს პატარა ნაძვი აქვს. ბექამ აჭარიდან ჩამოუტანა ამ ზაფხულს. ძალიან ლამაზი იყო, შენსავით ტანწერწეტააო.
ნაძვმა ცოტა მოიწყინა, ზოგი ტოტი გაუხმა. გული მოგვიკვდა, ხან მზესთან ახლოს დავდგით, ხან მოშორებით. ამას წინათ, ვხედავ, ახალი მწვანე წიწვები გამოუშვია. გახარებულმა ჩემი ემოცია ვერ დავმალე, ეტყობა, დროულად რწყავ, დაკო, თუ რა ხდება, ნახე, როგორ გამოცოცხლდა-მეთქი.
- დედა, არ მეჩხუბო, შენ რომ თაფლიანი წყალი მოგქონდა, ნახევარს მას ვუყოფდი. ხომ მითხარი, თუ დალევ, კარგად იქნებიო და ვითომ ნაძვს რატომ აწყენდა?!
სიტყვები სადღაც დავკარგე. ვიცი, რომ ასე ცხოვრობს, მუდმივად სხვებზე ზრუნვაში.
დავიჯერო, თაფლიანი წყალი მცენარესაც უხდება? ეგ ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მზრუნველობას და სიყვარულს ყველა რომ გრძნობს, ფაქტია.
…
- დედა, შენ მეუბნები, რომ ყველაფერი ცოცხალია ირგვლივ: ხე, ყვავილი და ქვაც…
- აბა რაა, დაკო. ყველა თავის ენაზე ლაპარაკობს, რომელსაც ჩვენ შეიძლება ვერ ვიგებთ, მაგრამ ვგრძნობთ.
- შენ მითხარი, რომ კარტოფილები ერთმანეთში საუბრობენ და როცა კლასში ვთქვი, ბავშვებს გიჟი ვეგონე…
განაგრძეთ კითხვა