ბერა ივანიშვილისა და ნანუკა გუდავაძის წყვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ისინი სხვადასხვა შინაარსის ვიდეოებს „ინსტაგრამსა“ და“ტიკ-ტოკზე“ ხშირად აზიარებენ და გამომწერებისგან ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იღებენ. განსაკუთრებულ სიყვარულს იმსახურებს ნანუკასა და ბერას შვილი ბერუკა ივანიშვილი.
ამჯერად ფოტოები ნანუკა გუდავაძემ საკუთარი დაბადების დღიდან გამოაქვეყნა. როგორც ჩანს, მან იუბილე მოკრძალებულ გარემოში აღნიშნა, მეუღლისგან, ბერა ივანიშვილისგან კი ყვავილების უამრავი თაიგული და სადღესასწაულო ტორტი მიიღო. ნანუკას ფოტოებმა სოციალურ ქსელში, როგორც ყოველთვის, დიდი მოწონება დაიმსახურა.