პანდემიის მიუხედავად, რუსული შოუბიზნესის წარმომადგენლები სხვა ქვეყნებში დასვენებას არ იკლებენ. ერთი თვის წინ ambebi.ge-სთან ინტერვიუში მომღერალი გიგა კვენეტაძე ამბობდა, რომ ლოქდაუნის გამოცხადების შემდეგ მოსკოვის აეროპორტი ხალხით გაივსო...
რუსი ვარსკვლავების საყვარელი კურორტები კანარის კუნძულები და დუბაია. ისინი პანდემიის დიდ ნაწილს იქ ატარებენ. ქეთა თოფურია მეორე ქმარ ლევ დენგოვთან ერთად ხშირად მოგზაურობს და ძირითადად თბილ ქვეყნებს ანიჭებს უპირატესობას. ცოტა ხნის წინ წყვილმა ეგვიპტეში იმოგზაურა, ზამთრის არდადეგებზე კი შვილებთან ერთად დუბაიში გაფრინდნენ.
წყვილს თან ოთხი ბავშვი ახლავს. ლევ დენგოვისთვის ქეთა მესამე ცოლია, პირველი ქორწინებიდან ორი შვილი - ლეონიდი და შოშანი ჰყავს. ცნობილია, რომ ქეთას გერებთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს. დასასვენებლად იმყოფება ქეთას გოგონა ოლივიაც, რომელიც მომღერალს ბიზნესმენ ლევ გეიხმანთან ქორწინებიდან ჰყავს. წყვილმა მოგზაურობაში პირველად წაიყვანა საერთო შვილი ადამი, რომელიც ქეთას გასულ წელს, პანდემიის დროს შეეძინა.
განაგრძეთ კითხვა