ყველა დიდი მამაკაცის უკან დიდი ქალი დგას - ამ თეორიის მრავალი მტკიცებულება არსებობს. ერთ-ერთი, ყველაზე თვალშისაცემია, ქეით მიდლტონის და პრინც უილიამის წყვილი. ისინი თითქმის 20 წელია ერთად არიან და ტრანსფორმაცია განიცადეს, ახალგაზრდა შეყვარებულებიდან სამშვილიან ბედნიერ მეუღლეებამდე. როგორც ჩანს, ამ კავშირს ვერაფერი დაანგრევს.
ყველაფერი ჯერ კიდევ 2001 წელს დაიწყო, სენტ ჯეიმსის უნივერსიტეტში, სადაც ქეითი და უილიამი ერთად სწავლობდნენ. პრინცმა მაშინვე შენიშნა შავგვრემანი ლამაზმანი. პირველკურსელთა დღესასწაულზე სწორედ ქეითი აღიარეს ყველაზე ლამაზ გოგოდ.
2002 წლის მარტში ქეითმა გაიმყარა უნივერსიტეტის პირველი ლამაზმანის ტიტული და გამჭვირვალე კაბით გავიდა საქველმოქმედო უნივერსიტეტის პოდიუმზე.
უილიამი მოხიბლული იყო და შოუს შემდეგ გოგონას სასმელი შესთავაზა. ამბობენ, რომ ქედმაღალმა პრინცმა ქეითის კოცნაც კი სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. მან უკან დაიხია და ცხადყო, რომ მხოლოდ ტიტული არ იყო საკმარისი მისი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად. მალე ქეითმა და უილიამმა დაიწყეს შეხვედრა და ერთად ცხოვრებაც. შეყვარებულები ცდილობდნენ ზედმეტად არ გაეხმაურებინათ თავიანთი რომანი. 2003 წელს პაპარაცებმა ისინი ალპებში, სათხილამურო შვებულების დროს გადაიღეს და ფოტო მედიაში გავრცელდა. ურთიერთობა სერიოზული იყო და ამის უარყოფას აზრი არ ჰქონდა.
მაგრამ, როგორც ხშირად ხდება, არც მათი ისტორია ყოფილა კონფლიქტებისა და პრობლემების გარეშე. 2004 წლის ზაფხულში მიდლტონს ბევრი კითხვა და პრეტენზია დაუგროვდა პრინცის მიმართ. შედეგად, მათ სერიოზული ჩხუბი მოუვიდათ. ქეითი ორი კვირით საფრანგეთში გაემგზავრა მეგობრებთან ერთად.
შემოდგომაზე ქეითი და უილიამი უნივერსიტეტში დაბრუნდნენ, მაგრამ ურთიერთობა მაშინვე არ გაუმჯობესებულა. საშობაოდ ისინი ისევ კარგად იყვნენ. 2005 წელს შეყვარებულებმა უნივერსიტეტი დაამთავრეს, 2006 წელს კი ქეითმა მიიღო მიწვევა სამეფო ოჯახიდან, ტრადიციულ საშობაო ლანჩზე, თუმცა ის ჯერ კიდევ არ იყო უილიამის საცოლე. ეს ნიშნავდა, რომ, უინძორებმა იგი მიიღეს.
2007 წელს მედიაში დროდადრო დაიწყო ჭორები მომავალი ნიშნობის შესახებ, მაგრამ თავად უილიამი არ ჩქარობდა. უფრო მეტიც, მან დაიწყო უფრო და უფრო ნაკლები დროის დათმობა ქეითისთვის. გარდა ამისა, პაპარაცებმა უილიამი რამდენჯერმე გამოიჭირეს ღამის კლუბებში წვეულებებზე, სხვა გოგონების გარემოცვაში. კეტრინის მოთმინება ამოიწურა და ისინი დაშორდნენ...
მაგრამ სიყვარული უფრო ძლიერი აღმოჩნდა. ქეითს და უილიამს ერთმანეთის გარეშე ცხოვრება არ შეეძლოთ. ბოლოს, ისევ შერიგდნენ. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცდილობდნენ დაემალათ, რომ ისევ ერთად იყვნენ.
განაგრძეთ კითხვა