„მე ძალიან მომწონდა, გადასარევი შესახედი იყო, პატიოსანი, ნიჭიერი, მაგრამ არ მიმიწევდა გული. ჩვენთან ხომ იმ დროს სინდისი ყველაზე მთავარი უნდა ყოფილიყო ადამიანში. როგორ, მე ხომ პირობა მივეცი იმ ადამიანს?! დედაჩემი კარგად ხედავდა ყველაფერს, იმ ადამიანებთან, რომლებსაც მე ცოლად უნდა გავყოლოდი, არ შევდგებოდი მე, როგორც მომღერალი, ისინი ძლიერები იყვნენ, ფეხზე მყარად იდგნენ. მეც
ნანი ბრეგვაძემ მეუღლესთან დაშორების შესახებაც ისაუბრა: „ჩვენი ოჯახი ეჭვიანობას არ დაუნგრევია, ჩვენ სიშორემ დაგვაშორა. კაცი არასდროს უნდა დატოვო მარტო. იყო პერიოდი, როდესაც მე გადავწყვიტე სიმღერისთვის თავი დამენებებინა, თუმცა მერაბმა წინააღმდეგობა გამიწია. ხშირად გვქონდა კამათი და უთანხმოება... ბოლოს იგი თავად წავიდა ჩემგან“ - ამბობს ნანი ბრეგვაძე.