ოჯახი

"მძი­მე პე­რი­ო­დი იყო, ღმერ­თის წყა­ლო­ბით ასე მოხ­და და ბედნიერი ვარ " - რას ამბობს კოტე მა­თი­თაშ­ვი­ლი ეკა ბა­ლან­ჩი­ვა­ძესთან შერიგებაზე?

"მძი­მე პე­რი­ო­დი იყო, ღმერ­თის წყა­ლო­ბით ასე მოხ­და და ბედნიერი ვარ " - რას ამბობს კოტე მა­თი­თაშ­ვი­ლი ეკა ბა­ლან­ჩი­ვა­ძესთან შერიგებაზე?
ერთი თვის წინ მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ სამ­წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ დი­ზა­ი­ნე­რი ეკა ბა­ლან­ჩი­ვა­ძე და პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი კოტე მა­თი­თაშ­ვი­ლი ერთმანეთს და­შორ­დნენ. ინ­ფორ­მა­ცია ამის შე­სა­ხებ დი­ზა­ი­ნერ­მა თა­ვად გა­ავ­რცე­ლა.

"ერ­თა­დერ­თი, რაც მე და კო­ტეს სა­ერ­თო გვქონ­და, Freddie Mercury-ს სიყ­ვა­რუ­ლი იყო!“ - წერ­და მა­შინ ეკა ბა­ლან­ჩი­ვა­ძე.

ბე­დო­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პო­ლი­ტი­კოს ზურა ჯა­ფა­რი­ძის მე­უღ­ლემ ფოტო გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც ჩან­და, რომ მათ­თან სტუმ­რად კოტე და ეკა იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

წყვი­ლის შე­რი­გე­ბის შე­სა­ხებ პირ­ვე­ლად მა­შინ გაჩ­ნდა ეჭვი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ეკამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბით და­ა­დას­ტუ­რა,
სა­დაც ჩანს, რომ წყვილ­მა ერთი დღით სამ­თო კუ­რორ­ტს მი­ა­შუ­რა.

Ambebi.ge ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად პლას­ტი­კურ ქი­რურგს, კოტე მა­თი­თაშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და. ჩვენს კი­თხვა­ზე, ხომ არ იყო ეს და­შო­რე­ბა ხუმ­რო­ბა, ექიმ­მა გვი­პა­სუ­ხა, რომ რე­ა­ლუ­რად ეს მათ ცხოვ­რე­ბა­ში ძა­ლი­ან მძი­მე პე­რი­ო­დი აღ­მოჩ­ნდა...

კოტე მა­თი­თაშ­ვი­ლი:

- ერთი დღით ვი­ყა­ვით და­სას­ვე­ნებ­ლად და ახლა ისევ სა­მუ­შაო რე­ჟიმ­ში ვართ. ეს ჩვენ­თვის სა­ხუ­მა­რო თემა არ არის, ყვე­ლას გვაქვს ჩვე­ნი პე­რი­ო­დე­ბი ცხოვ­რე­ბა­ში. ხუმ­რო­ბას­თან ეს არა­ნა­ირ კავ­შირ­ში არ იყო, საკ­მა­ოდ მძი­მე პე­რი­ო­დი იყო. ცხოვ­რე­ბაა, ადა­მი­ა­ნე­ბი ხან შორ­დე­ბი­ან, ხან რიგ­დე­ბი­ან. არა­ფე­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი. ღმერ­თის წყა­ლო­ბით ასე მოხ­და, ეს ჩვენს ხელ­ში არ არის, ეს ღმერ­თის ნე­ბაა, რაც ადა­მი­ა­ნე­ბის თავს ხდე­ბა. მე ბედ­ნი­ე­რი ვარ, ასე რომ მოხ­და. გა­ვი­ა­რეთ რა­ღაც ეტა­პი ცხოვ­რე­ბა­ში, ოღონდ ეს სა­ხუ­მა­რო არ ყო­ფი­ლა.

განაგრძეთ კითხვა




FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93