რუსული ინტერნეტგამოცემა woman.ru სტატიას უძღვნის ბერა ივანიშვილის ოჯახს. სტატიის თარგმანს უცვლელად გთავაზობთ:
"გენეტიკური ლატარია: როგორია მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ალბინოსისა და ქართველი მოდელის შვილი
იშვიათი გენეტიკური დაავადება ალბინიზმი, რომელიც მის მამას აქვს, ბიჭუნას არ გადაეცა მემკვიდრეობით. ბუნებამ ის საოცარი ცისფერი თვალებითაც დააჯილდოვა.
ბერა ივანიშვილმა რა ხანია მოიპოვა ყველაზე ლამაზი ალბინოსი მომღერლის წოდება. შესაძლოა, ის ყველაზე ლამაზი ალბინოსია პლანეტაზე.
27 წლისაა და მის ძარღვებში ქართული სისხლი ჩქეფს, თუმცა ამ ბიჭის შემხედვარე, ძნელი დასაჯერებელია. ოდესმე გინახავთ თოვლივით თეთრი ქართველი? თუ არა, მაშინ დატკბით ბერათი. ბუნებამ ის არ დააჯილდოვა მელანინის პიგმენტებით, ბავშვობიდან დაუსვეს ალბინიზმის დიაგნოზი. ასეთი რამის გამო ბევრი კომპლექსდება, თუმცა ბერას შემთხვევაში სხვაგვარად მოხდა. მან არა მხოლოდ იპოვა საკუთარი თავი და გახდა წარმატებული მომღერალი, არამედ პირადი ბედნიერებაც იპოვა. ბუნების სასწაული - სწორედ ასე ამბობენ ხოლმე ამ არტისტზე. ხოლო როდესაც მის ცოლს ხედავენ - ქართველ მოდელ ნანუკა გუდავაძეს, პირველ რიგში ჩნდება შეკითხვა - როგორები იქნებიან ამ წყვილის შვილები?
განაგრძეთ კითხვა