მომღერალი ვალერი მელაძე და მისი მეუღლე ალბინა ჯანაბაევა უკვე მესამე შვილის მშობლები არიან. მათი უფროსი ვაჟი უკვე 16 წლისაა. ამის მიუხედავად, ვალერი მელაძის ურთიერთობა პირველ ცოლთან მაინც იწვევს ყვითელი პრესის ინტერესს.
ვალერი მელაძე და ირინა მელაძე ოფიციალურად 2014 წელს განქორწინდნენ, თუმცა მათი ოჯახი ამ თარიღამდე თითქმის 10 წლით ადრე დაინგრა, როცა ვალერიმ მომღერალ ალბინა ჯანაბაევასთან გააბა რომანი. მისი პარალელური ოჯახი ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა ირინასთვის და მისი სამი ქალიშვილისთვის. ამის შესახებ ირინა მელაძემ ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა.
კითხვაზე, თუ როგორი რეაქცია ჰქონდათ გოგონებს მშობლების განქორწინებაზე და მამის მხარე ეჭირათ თუ დედის, ირინამ ასეთი პასუხი გასცა:
"მამის მხარეს ყოფნა იმ მომენტისთვის შეუძლებელი იყო. უმცროსი სამი წლის იყო, შუათანა - შვიდის, რა უნდა ამეხსნა. ზღაპარი, რომ მამა გასტროლებზეა და მალე ჩამოვა - თავიდან მოქმედებდა, მერე აღარ...გაგრძელება