ოჯახი

„მე და ჩემი მეორე ნახევარი 5 წელია, ერთად ვართ... როცა გინდა ადამიანზე ზრუნვა, ის ხდება შენი მეორე ნახევარი; ასე იყო ირაკლის შემთხვევაშიც და ჩემსა და გივიკოს შორისაც...“ - ქეთათო პირადი ცხოვრების შესახებ

„მე და ჩემი მეორე ნახევარი 5 წელია, ერთად ვართ... როცა გინდა ადამიანზე ზრუნვა, ის ხდება შენი მეორე ნახევარი; ასე იყო ირაკლის შემთხვევაშიც და ჩემსა და გივიკოს შორისაც...“ - ქეთათო პირადი ცხოვრების შესახებ
ყველასთვის საყვარელი მუსიკოსის, ირაკლი ჩარკვიანის მეუღლე ქეთათო გადაცემას „ბაიასთან“ სტუმრობდა, სადაც მან ირაკლისთან ურთიერთობისა და ახალი ოჯახის შექმნის შესახებ ისაუბრა: „მე და ჩემი მეორე ნახევარი 5 წელია, ერთად ვართ. ოჯახის შექმნა არ გულისხმობს ხელის მოწერას, ჯვრისწერას... მე ირაკლისთანაც არ მიმიცია ამისთვის ოფიციალური ფორმა. უბრალოდ, როცა გინდა ადამიანზე ზრუნვა, ის თანდათან ხდება შენი მეორე ნახევარი. ზუსტად ასე იყო ირაკლის შემთხვევაშიც და ჩემსა და გივიკოს შორისაც. გავიცანით ერთმანეთი და როცა ადამიანებს შორის სატელეფონო საუბრებიც კი ჩვეულებრივზე დიდხანს
გრძელდება, გაქვთ საერთო შეხების წერტილები, მიზიდულობის მომენტი, ინტერესი, ეს იშვიათად ხდება. ირაკლი გავიცანი 16 წლის ასაკში და 17-ის ვიყავი, როცა ცხოვრება ერთად დავიწყეთ. მე თვითონ ვიპოვე ირაკლი, სტუმრად მივედი მასთან სახლში მეგობრებთან ერთად. ირაკლი ახალი ჩამოსული იყო გერმანიიდან. კარი გელამ გააღო. გელა და ირაკლი რაღაც საბუთების გასაკეთებლად მიდიოდნენ. ირაკლი ფეხსაცმელს იკრავდა და ქვემოდან ამომხედა. პირველი კადრიც მახსოვს.. როცა ნანას ვუყურებ, ნანაში ვხედავ ირაკლის, მისი ღიმილი მახსენდება ხოლმე, კმაყოფილი ღიმილი, ბედნიერების შეგრძნება, გადმომხედავდა ხოლმე... ზოგადად, სულ მახსოვს“ - თქვა ქეთათომ. 


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
ნატელა ბაბო
დოიდხანს იცოცხლეთ და იბედნიერეთ მამულისა და მამულისშვილთა სასახლეოდ/.
22:03 / 26-01-2022
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93