„ტვ პირველის“ წამყვანი ეთუნა ინწკირველი დაოჯახდა. მისი რჩეული გიორგი ავალიანია. ქორწილში ეთუნამ არასტანდარტული, სადა თეთრი კაბა მოირგო და სტუმრებისა და სოციალური ქსელის მომხმარებლების გაოცებაც შეძლო. ეთუნამ თავისი ცხოვრების სიყვარულზე ჟურნალ „სარკესთან“ ისაუბრა და აღნიშნა:
„პირად ცხოვრებაში დღეს ყველაზე კარგად ვარ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ. შეყვარებული ვარ და ბედნიერი. ჩემთვის სიყვარული კომფორტი და სიმშვიდეა. ახლა კი ყველაფერი მაქვს და ძალიან მაგარია! 36 წლის ვარ. ეს ის ასაკია, როდესაც ბევრად გააზრებული გაქვს, როგორ და ვისთან გინდა იყო და სხვების გამოცდილებაც მაგალითია ჩემთვის…“ - აღნიშნა ეთუნა ინწკირველმა.