ავთო ცქვიტინიძისა და ხათუნა თოთლაძის ოჯახს საქართველოში ბევრი იცნობს. ავთო ცნობილი და წარმატებული დიზაინერია, ხათუნა კი პროფესიით იურისტია და საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. ამასთან, ხათუნა ბადრი პატარკაციშვილის დისშვილია და წყვილის დაოჯახებისას ბევრი ამბობდა, რომ ავთო გავლენიან ოჯახს მიზანმიმართულად დაუახლოვდა. ამის შესახებ დიზაინერმა „სარკესთან“ ისაუბრა:
„ბევრს არ უნდოდა დაჯერება, რომ ხათუნას ბავშვობიდან ვხატავდი. როდესაც ხათუნა პირველად დავინახე, საერთოდ არ ვიცოდი, რა ოჯახი იდგა მის ზურგს უკან. ეს იყო გოგონა, რომელსაც ვხატავდი მთელი ბავშვობა სკოლის მერხებზე ზუსტად იმ თვალებით, წარბებით და ხუჭუჭა თმებით. შეუძლებელი იყო, ეს ისტორია არ შემდგარიყო. ეს 20 წელი პასუხია იმისა, თუ როგორია ჩვენი ურთიერთობა. სახლში შესვლა და ოჯახური გარემო ჩემთვის ყველაზე დიდი დაცვაა…“