კომპოზიტორმა ნატო გელაშვილმა სულ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაცია გააზიარა და დაწერა, რომ მისმა ვაჟმა გიორგი ჭოხონელიძემ ანეტა ნიკურაძეს ხელი სთხოვა.
წყვილმა მნიშვნელოვანი დღე მეგობრებისა და ოჯახის წევრების თანხლებით ღია სივრცეში აღნიშნა, მათმა ფოტოებმა კი სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა.
ნატო გელაშვილი ბევრისთვის საყვარელი მომღერალი და კომპოზიტორია. მის შემოქმედებას საქართველოში უამრავი გულშემატკივარი ჰყავს და აქტუალობას არასდროს კარგავს.
“ერთი პერიოდი, სანამ თვითონ ჩამოყალიბდებოდნენ, ფიზიკურად არ ვიცნობდი ჩემს მომავალ სარძლოს, თუმცა, როგორც კი გავიცანი, ჩემი გოგო გახდა. ასე ვთქვათ, მესამე შვილის, გოგოს დედა ვარ. მასთან ყველა შეხება ახალ ემოციას იწვევს, ჩემი საზრუნავი და მოსაფერებელი ადამიანია. ვერ ვგრძნობ, რომ რძალია, ის ჩემი შვილია“ - ამბობდა ნატო გელაშვილი.
ცოტა ხნის წინ მან ოჯახთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და გამომწერების თბილი დამოკიდებულებაც მიიღო პასუხად.
„ოჯახი“ - ნატო გელაშვილი შვილებთან და რძალთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს
ნატო გელაშვილის შვილმა გიორგი ჭოხონელიძემ ცოლი მოიყვანა - კადრები წყვილის ქორწილიდან
"ანეტა ნიკურაძე ცოლად გამომყვები?" - ნატო გელაშვილის ვაჟმა საცოლეს ხელი იახტაზე სთხოვა (+ვიდეო)