ოჯახი

პლასტიკურმა ქირურგმა ცოლის ცხედარი თვითმფრინავიდან გადააგდო და მის პოვნაში პოლიციას 10 წლის განმავლობაში ეხმარებოდა - რობერტ ბირენბაუმის დაუჯერებელი ისტორია

პლასტიკურმა ქირურგმა ცოლის ცხედარი თვითმფრინავიდან გადააგდო და მის პოვნაში პოლიციას 10 წლის განმავლობაში ეხმარებოდა - რობერტ ბირენბაუმის დაუჯერებელი ისტორია
რობერტ ბირენბაუმის შემთხვევაში ეს ამბავი ტრაგიკულად დასრულდა. დატრიალებული სისხლიანი დრამის მიზეზი თავად ქირურგი გახდა.

რობერტი პლასტიკური ქირურგი, მემკვიდრეობითი ექიმების ოჯახში დაბადებული, უბრალო მედდის ქალიშვილი და პატარა საოფისე ნივთების მაღაზიის მფლობელი იყო, რომელსაც ბავშვობიდან სწავლისადმი ზიზღი ჰქონდა.

მისი ცოლი, გეილი ნამდვილი თავის ტკივილი იყო ოჯახისთვის. თავხედური, არაპროგნოზირებადი, რომელმაც 17 წლის ასაკში დატოვა სახლი და მშობლების გასაკვირვებლად უნივერსიტეტში დაიწყო სწავლა. სწორედ აქ იწყება ახალი სტრიქონი გოგონას ბიოგრაფიაში, ის იყო ჩვეულებრივი გარეგნობის მფლობელი, მაგრამ მაგნიტივით იზიდავდა მის გარშემო
არსებული სამყაროს ბნელ მანკიერებას. როგორც ჩანს, გეილმა მალევე მოახერხა „ცუდი გოგოს“ იმიჯის მოპოვება, რადგან მისთვის თავის სანიმუშო სტუდენტად მოჩვენება და ყოველდღე გაკვეთილებზე სიარული პირადი თავისუფლების სრული დაცინვა იყო.

უკანონო ნარკოტიკები, ალკოჰოლი, მამაკაცების მუდმივი ცვლა - ის თითქოს მზად იყო გადაელახა სახიფათო ხაზი და პირდაპირ უფსკრულისაკენ წასულიყო, მაგრამ ამის ნაცვლად, გოგონა მარტივად ახერხებდა ბიჭების ყურადღების მიპყრობას და ისე ჩანდა, თითქოს მათ აჰიპნოზებდა.

ასეთ ცხოვრებას, რა თქმა უნდა, სიკეთე არ მოჰყოლია. ერთხელ გეილმა თვითმკვლელობაც კი სცადა, რადგან ღრმა დეპრესიაში იმყოფებოდა. გოგონა ორჯერ მოხვდა ფსიქიატრიულ კლინიკაში, გაიარა შესაბამისი მკურნალობაც. მშობლები და ნათესავები შეშფოთებით ადევნებდნენ თვალყურს მის მდგომარეობას და მიხვდნენ, რომ გეილი ზღვარზე იყო. მაგრამ უცებ, ერთფეროვანი და მოსაწყენი არსებობის ფონზე, ჩნდება კაცი, რომელზეც თითქმის ყველა გოგონა ოცნებობს.

რობერტ ბირენბაუმი იყო მდიდარი, სიმპათიური, თავისუფლად ლაპარაკობდა რამდენიმე ენაზე, გაბედული მრბოლელი, მამაცი პილოტი, მომავალი ექიმი. პირველ შეხვედრაზე გეილი რობერტს უცნაურ, უჩვეულო გოგონად მოეჩვენა, რომელიც სხვებს არ ჰგავდა. მათ მალევე შეხვედრა. ერთ მშვენიერ დღეს რობერტმა მას მანჰეტენის ცა კერძო თვითმფრინავით მოატარა, გეილი კი აღფრთოვანებული იყო ექიმის გულკეთილობით და თბილი მანერებით.

მალე ისინი დასახლდნენ მდიდრულ ბინაში, “აპერ ისტ-საიდში“ და 1982 წლის გაზაფხულზე დაქორწინება გადაწყიტეს. სილვიამ, გეილის დედამ, ამის გაგონებაზე კინაღამ გონება დაკარგა ბედნიერებისგან. მას მთელი ცხოვრება სურდა შვილის მდიდარ ექიმზე დაქორწინება.

ფუფუნება, კომფორტი, მომხიბვლელი, მოსიყვარულე საქმრო ახლოს, - გეილი თავს ყველაზე ბედნიერ პატარძლად გრძნობდა. მაგრამ ცოტახანში, რობერტმა გადაწყვიტა, რომ არ მოსწონდა გეილის დამოკიდებულება თამბაქოზე, შემდეგ - ჩაცმის სტილი და ბოლოს უმიზეზოდ ბრაზდებოდა გეილის შინაურ კატაზე. ერღ დღესაც, სასეირნოდან დაბრუნებლმა გეილმა დაინახა, როგორ ახრჩობდა მისი საქმრო კატას აბაზანაში.

მშობლების დაჟინებული მოთხოვნით, ქორწილი მაინც გაიმართა, თუმცა გეილის შემდგომი ცხოვრება სკანდალების სერიად გადაიქცა. რობერტმა სახლში გინება დაიწყო, ის ცნობილი იყო როგორც შრომისმოყვარე ადამიანი, გეილიც მუშაობდა, თუმცა ქმარს უნდოდა, რომ ცოლის ყოველი ნაბიჯი სცოდნოდა.

ზედმეტად თავისუფალ გეილს არც უფიქრია ძველი ჩვევების მიტოვება, სანაცვლოდ მან რობერტის მოტყუება და ღალატი დაიწყო. გეილმა ძალიან სახიფათო თამაში წამოიწყო, ის ქმარს ყაჩაღს უწოდებდა და მუდმივად ცდილობდა მის პროვოცირებას სკანდალებში.

1983 წლის ნოემბერში, რობერტსა და გეილს შორის კამათი იმით დასრულდა, რომ რობერტმა კინაღამ დაახრჩო მეუღლე. ამ ინციდენტის შემდეგ წყვილმა ფსიქიატრთან ერთობლივი შეხვედრები დაიწყო. ფსიქიატრმა გეილი მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გააფრთხილა და დაჟინებით მოითხოვა, რომ ქმარს დაშორებოდა, მაგრამ გეილი რობერტს აშანტაჟებდა და გაშორების შემთხვევაში დიდი რაოდენობით თანხას ითხოვდა.

გეილმა დაიწყო ქმრისთვის მისი მრავალრიცხოვანი საყვარლების შესახებ მოყოლა, რამაც რობერტს სიამაყაზე უდიდესი დარტყმა მიაყენა. 1985 წლის 6 ივლისს რობერტი ნიუ-ჯერსიში გაემგზავრა და მეორე დილით გეილის მშობლებს აცნობა, რომ გეილი პარკში სასეირნოდ გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.

მალე პოლიციამ გამოძიება დაიწყო. რობერტი სინანულით აღნიშნავდა, რომ გეილი იყენებდა არალეგალურ ნარკოტიკებს, შედეგად კი პოლიციამ იგი სანიმუში, წესიერი ქმრისგან გაქცეულ ცოლად ჩათვალა. მათ გამოტოვეს ის გარემოება, რომ გეილის ბინაში დარჩა მისი ჩანთა საკრედიტო ბარათებითა და საბუთებით, რომლებსაც გაქცეული ქალი არავითარ შემთხვევაში არ დატოვებდა.

კიდევ ერთი რამ იყო გასაკვირი: ისეთ დიდ სახლში, სადაც ბირენბაუმები ცხოვრობდნენ, გეილი სახლიდან ისე ვერ გავიდოდა, არავის რომ არ შეემჩნია. გეილის ოჯახი გამოძიებას არწმუნებდა, რომ გოგონა ქმარმა მოკლა, თუმცა ირიბი მტკიცებულებები მისთვის ბრალის წარსადგენად საკმარისი არ იყო. გარდა ამისა, კარგი ანაზღაურების სანაცვლოდ, იურისტები ყოველთვის რობერტის ხელში იყვნენ.

მწუხარე ქმრის იმიჯმა რობერტი მალევე დაღალა, მან შეწყვიტა პირქუში ქვრივის როლის თამაში და ანესთეზიოლოგი რობერტა კარნოვსკი თავის ბინაში გადაიყვანა. წყვილი მხიარულობდა მზიან სანაპიროებზე და მდიდრული ცხოვრებით ტკბებოდა, თუმცა საბოლოოდ რობერტა მაინც დაეჭვდა და შეყვარებული ცოლის მკვლელობაში დაადანაშაულა.

1989 წლის მაისში ეს ბრძოლა მოულოდნელად შეწყდა. ლონგ აილენდის სანაპიროსთან ახალგაზრდა ქალის თავმოკვეთილი ცხედარი იპოვეს. სილვიამ და მანიმ თავიანთი ქალიშვილის ცხედარის იდენთიფიკაცია მოახდინეს და დაკრძალეს, თუმცა 1997 წელს დნმ-ის ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ ეს ქალი გეილი არ იყო.

რობერტ ბირენბაუმი ლას-ვეგასში გაემგზავრა, 1996 წელს კი ახალ მეუღლესთან, გინეკოლოგ ჯანეტ ჩოლეტთან ერთად მინოტოში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც საკუთარი პლასტიკური ქირურგიის კლინიკა გახსნა.

რობერტი თავისუფალ დროს მეუღლესთან და პატარა ქალიშვილთან ერთად ატარებდა, რაც მეზობლებს შორის სითბოს იწვევდა. ზოგადად, მისი ცხოვრება კარგად განვითარდა და არაფერი ახსენებდა ბნელ წარსულს. მით უმეტეს, რომ გეილის მშობლები გარდაიცვალნენ, რადგან ფსიქიკურ ტკივილს ვერ გაუძლეს.

თუმცა ეს დაუდევრობა მას ძვირად დაუჯა. სამართლიანი შურისძიების წყურვილმა კვლავ გაიღვიძა, როდესაც ცნობილი გახდა, რომ გეილის ნაშთებიც კი არ იქნა ნაპოვნი. დაკარგული ქალის საქმე საოლქო პროკურორმა დენიელ ბიბიმ გახსნა.

2000 წლის 2 ოქტომბერს დაიწყო სასამართლო პროცესი, რომელშიც რობერტ ბირენბაუმი ბრალდებულის როლს ასრულებდა საკუთარი ცოლის მკვლელობის საქმეში. ეს შოკი იყო არა მხოლოდ რობერტისთვის, არამედ მისი მეუღლისთვის, ჯანეტისთვისაც, რომელსაც ქმრის უდანაშაულობაში ეჭვი წამითაც არ ეპარებოდა. დაკოტას შტატში აღშფოთების ტალღა გაჩნდა: ბევრს არ სჯეროდა, რომ მომღიმარი, მიმზიდველი ექიმი რობერტ ბირენბაუმი, რომელმაც ბევრი სიკეთე გააკეთა ხალხისთვის, დახვეწილი და ცივსისხლიანი მკვლელი იყო.

„ვიცოდით, რომ ეს იქნებოდა ყველაზე რთული სასამართლო პროცესი, რაც კი ოდესმე გვქონია. ნაშთების სასამართლო ექსპერტიზა არ ჩატარებულა; თვითმხილველები არ არიან, მხოლოდ ირიბი მტკიცებულებები. ამ საქმეში მკაფიო დასკვნა არ ყოფილა, ”- ისაუბრა მოგვიანებით პროკურორმა.

2000 წლის 24 ოქტომბერს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ბირენბაუმი დამნაშავედ ცნო მეორე ხარისხის მკვლელობაში, მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. რობერტს არასოდეს უღიარებია დანაშაული. მხოლოდ 2020 წლის დეკემბერში, პირობით ვადამდე გათავისუფლების სხდომაზე, ის მოულოდნელად გამოტყდა: ”უბრალოდ მინდოდა, რომ შემეჩერებინა, შემდეგ კი თავს დავესხი მას.”

მამაკაცმა აღიარა, რომ გეილი დაახრჩო, სპორტულ ჩანთაში მოათავსა და თვითმფრინავში გადაიტანა. შემდეგ კი თვითმფრინავი აფრინდა, კარი გახსნა და გეილის ცხედარი ოკეანეში გადააგდო.



13 წლის იარა გამბირასიოს მკვლელობამ მთელი ქალაქის ბნელი საქმეები ამხილა

ბენეტ რემსის მკვლელობის საქმე 26 წლის შემდეგ ხელახლა გაიხსნა





FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93