მოდელი და დიზაინერი თაკო ჩხეიძე ქორწინების ოცდამეოთხე წელს აღნიშნავს და "ინსტაგრამზე" მეუღლესთან, რუსლან აბაშიძესთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.
წყვილს სამი ვაჟი: სერგი, სანდრო და დათუნა ჰყავს. ერთად ბევრ ქვეყანაში უმოგზაურიათ და სოციალურ ქსელებში მათი ფოტოები ყოველთვის დადებით ემოციებს იწვევს გულშემატკივრებისგან.
„აღვნიშნავთ ქორწინების 24 წლის იუბილეს“ - წერს თაკო.