სკანდალური სასამართლო პროცესების შედეგად, რომლებზეც უცხოური მედიაც აქტიურად წერდა, ლონდონის სასამართლოში ანასტასიამ დაამტკიცა, რომ ის მართლაც კახა ბენდუქიძის შვილი იყო და ამის შემდეგ მიიღო კიდეც მემკვიდრეობა.
ახლა,
ცნობილი მამის შესახებ ანასტასია ბენდუქიძემ გადაცემაში "ბაიასთან" ისაუბრა.
"18 წლის ვიყავი, როცა გავიგე, რომ კახა მამაჩემი იყო. ეს თვითონ მითხრა. ლონდონში ვიყავით სასტუმროში. შევედი მასთან ოთახში, "ადაპტორი" მჭირდებოდა. რომ მივედი და მომცა, მითხრა, აიღე, შვილოო. მე ვუთხარი, ჰო, შენ ჩემთვის ყოველთვის მამასავით იყავი-მეთქი. მე შენი მამა ვარ, ბიოლოგიურიო. შოკში ჩავვარდი. მეგონა, შენ იცოდიო, მითხრა. არა, არ ვიცოდი-მეთქი. ძალიან ვგავარ მამას. მანამდე არ მიფიქირია, რომ მას ვგავდი, ამ პუტკუნა, ულვაშიან, მელოტ კაცს. ახლა რომ ვუყურებ, ძალიან ვგავარ.
მგონი, ვერ ვხვდებოდი, რამდენი საინტერესო რამე შემეძლო მეკითხა. ვერ ვაფასებდი სათანადოდ ამას. იყო მამაჩემი უბრალოდ და არ ვიცოდი, რაზე შეიძლება დავლაპარაკებოდი, საქართველოს პოლიტიკაზე თუ მსოფლიო განვითარებაზე. რაღაც დებილობებზე ვლაპარაკობდით. საერთოდ არ ვიყავი მზად იმ ცხოვრებისთვის, რომელიც დამიტოვა. 25 წლის ვიყავი, როცა "თავისუფალი უნივერსიტეტის" დამფუძნებელი გავხდი და "ცოდნის ფონდის" დირექტორი. 5 რამ დამიბარა სიკვდილამდე...გაგრძელება