კახიანების ოჯახი საზოგადოებაში ყოველთვის დიდ სიყვარულს იმსახურებს. ეკა კახიანი სოციალურ ქსელებში საკმაოდ აქტიურია და შვილთან, ნინი ბადურაშვილთან ერთად სხვადასხვა გადაცემაშიც ჩნდება ხოლმე.
ცოტა ხნის წინ ეკა კახიანმა „ინსტაგრამზე“ მშობლების, იმედა კახიანისა და ფლორა ანთიძე-კახიანის ფოტო გამოაქვეყნა და მამას დაბადების დღე მიულოცა.