ოჯახი

ალენ და ნატალი დელონების შვილი, ენტონი დელონი დედის გარდაცვალებისა და ევთანაზიის შესახებ საუბრობს

ალენ და ნატალი დელონების შვილი, ენტონი დელონი დედის გარდაცვალებისა და ევთანაზიის შესახებ საუბრობს
2021 წლის იანვარში ნატალი დელონს პანკრეასის სიმსივნე დაუდასტურდა. მისმა ვაჟმა ანტონი დელონმა რამდენიმე უკანასკნელი მოგონება გაიხსენა, რომლებიც დედასთან ერთად შექმნა.

ნატალის დიაგნოზი 79 წლის ასაკში დაუსვეს. ახალი ამბავი სწორედ ანტონიმ გაასაჯაროვა. „თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ მისი შვილების გამო, ძალიან რთულია დედის დაკარგვა“ - წერდა იმ დროს ალენ დელონიც.

„დედაჩემმა მომცა ცხოვრება და მაჩვენა, როგორ უნდა მოვმკვდარიყავი. მას სიმსივნე ჰქონდა, მაგრამ მებრძოლი იყო, ძალიან უყვარდა სიცოცხლე“, - თქვა ანტონიმ თავის ერთ-ერთ ინტერვიუში.

დელონის თქმით, რა თქმა
უნდა, სიკვდილი საშინელებაა, თუმცა მნიშვნელოვანია ადამიანმა დააფასონ ის ყველაფერი, რაც აქვს და ბედნიერად იცხოვროს ახლობლებთან ერთად.

ნატალი დელონი ალენ დელონის ყოფილი მეუღლე გახლდათ. წყვილი ერთმანეთს რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორა, რის შემდეგაც ფრანგმა მსახიობმა ხელახლა დაქორწინება გადაწყვიტა და მეორე ქორწინებიდან გოგონაც შეეძინა.

ასევე ანტონი დელონი იყო პირველი, ვინც ალენ დელონის გადაწყვეტილება სიცოცხლის ევთანაზიის გზით დასრულების შესახებ უარყო და განაცხადა, რომ ალენი ამ გადაწყვეტილების მისაღებად მზად არ არის.



„დღე, როდესაც შენ აღარ გენდობი, ჩემს ცხოვრებაში უკანასკნელი იქნება“ - ალენ დელონის და რომი შნაიდერის ლეგენდარული სიყვარულის ისტორია

როგორ გამოიყურებიან ალენ დელონის შვილები?



FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
ჰო
ყველაფერი მთავრდება, ცუდიც და კარგიც
15:59 / 18-05-2022
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93