პოლიტიკოსი გია ვოლსკი პარლამენტის დეპუტატი "ქართული ოცნების" კვოტით უკვე მესამედ გახდა. ის მმართველი პარტიის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული კადრია, რომელიც ამავე დროს, პარტია "ქართული ოცნების“ თანადამფუძნებელი გახლავთ.
მისი გამოსვლები ხშირად იმსახურებს ოპოზიციის კრიტიკას, მზერა კი ახლახან ლევან ბერძენიშვილმა დაუწუნა. პოლიტიკოსმა მედიასთან განაცხადა, რომ "ვოლსკის სახის გამომეტყველება საკმარისია, რომ საქართველო არსად არ მიიღონ, ამ კაცს სახეზე აწერია, რომ "საბჭოთა კავშირი" მართავს..."
პოლიტიკოსმა დეკლარაცია 2021 წელს შეავსო, სადაც მხოლოდ მისი მეუღლე ნინო სოლოღაშვილი და დედა მეგი მაჭავარიანი მოხვდნენ.
დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ ნინო სოლოღაშვილს 2019 წელს მემკვიდრეობით გადაეცა 147,13 კვ.მ ბინა თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე.
2003 წელს გიორგი ვოლსკიმ დუშეთის რაიონ სოფელ ახატანში 5 ათას დოლარად მიწის ნაკვეთი შეიძინა. მის საკუთრებაშია ასევე ბინა თბილისში, ხეთაგუროვის ქუჩაზე, რომელიც ოფიციალურად 2018 წელს გადაიფორმა.
დეკლარაციის შევსების დროს გიორგი ვოლსკის "თიბისი ბანკის" "ჩემი სეიფის" ანგარიშზე ჰქონდა 369,75 ევრო, 460,6 დოლარი. "ბანკი ქართუს" სახელფასო ბარათზე - 8780,91 ლარი, მიმდინარე ანგარიშზე - 53,33 ლარი, "თიბისი ბანკის" "ვიზა კლასიკ ბარათზე" 135,91 დოლარი, 4,24 ევრო და 226,49 ლარი.
ნინო სოლოღაშვილს "ბანკი ქართუს" ანაბარზე ჰქონდა 500 ლარი, "თიბისი ბანკის" "ჩემი სეიფის" ანგარიშზე - 3112,76 ლარი, "ტერა ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე - 352,81 ლარი, "ქართუ ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე - 128,84 ლარი, "ტერაბანკის" ანაბარზე - 10 000 დოლარი, "თიბისი ბანკის" სახელფასო ანგარიშზე - 6679,99 ლარი, 3,25 დოლარი.
გაგრძელება