31 მაისს ბათუმში სპეცოპერაცია ჩატარდა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი დააკავეს. ბიზნესმენს დიდი რაოდენობით ნარკოტიკითა და ფსიქოტროპული საშუალებით ვაჭრობას ედავებიან.
გალიფ ოზთურქი და მისი მეუღლე კრისტინა ოზთურქი არაერთხელ აღმოჩენილან მედიის ყურადღების ობიექტები. წყვილს გადაწყვეტილი აქვს, 105 ბავშვი ჰყავდეს. გასულ წელს მათ 22-ე შვილი შეეძინათ.
ჯერჯერობით ბავშვებს სუროგატი დედები აჩენენ, თუმცა კრისტინა, რომელსაც პირველი ქორწინებიდან ერთი ქალიშვილი ჰყავს, ფიქრობს, რომ მომავალში თავადაც გააჩენს შვილებს.
„ციფრი 105 შემთხვევით ავირჩიეთ… ახლა დეტალებზე საუბარი არ მინდა. ყველაფერს თავისი დრო აქვს. ჯერ გვინდა, რომ ბავშვები ცოტა გაიზარდონ. ძალიან დიდი ყურადღება სჭირდებათ. სიმართლე გითხრათ, სუროგატი დედების შესახებ არაფერი ვიცოდი. ორივე შევთანხმდით, რომ ბევრი შვილი გვინდოდა, მაგრამ, ვფიქრობდი, მე გავაჩენდი. როდესაც სუროგაციაზე შევთანხმდით, დიდხანს ვაანალიზებდი დადებით და უარყოფით მხარეებს. ბავშვების დაბადების შემდეგ ჩვენსა და სუროგატ დედებს შორის ყველანაირი კონტაქტი წყდება”, – ამბობს კრისტინა.
ბათუმში მცხოვრებ თურქ ბიზნესმენს, რომელიც 105 შვილის ყოლას გეგმავს, 22-ე შვილი შეეძინა
"ყველა ბავშვს სხვადასხვა დედა ჰყავს, ის არ არის ნორმალური... შვილებთან აღარ მიშვებენ" - სკანდალი თურქ ბიზნესმენზე, რომელმაც ბათუმში 100 შვილის ყოლა დააანონსა
მილიარდერი ლესბოსელ ქალიშვილს 65 მლნ დოლარად ყიდის