42 წლის დიპლომატი პოპულარული ჯერ კიდევ კარიერის დასაწყისში გახდა, როდესაც მილიონერ ბადრი პატარკაციშვილის საყვარელი დისშვილი ცოლად ქართველ დიზაინერ ავთანდილ ცქვიტინიძეს გაჰყვა.
პროფესიით სამართალმცოდნემ საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობა 2002 წელს დაიწყო. სამინისტროში მუშაობის 12-წლიანი კარიერული კიბის შემდეგ, 2014 წლის 17 ნოემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა და დღემდე ამ პოსტს იკავებს. ფლობს სამ ენას: რუსულს, ინგლისურსა და ფრანგულს. ყოველთვის გამორჩეულია მისი ჩაცმის სტილი და ახალგაზრდა დიპლომატს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.
ხათუნა თოთლაძე მედიასთან სხვადასხვა შეხვედრასა და ბრიფინგზე ჩნდება. ეკრანზე გამოჩენის შემდეგ კი დიზაინერის მეუღლის ჩაცმულობა ხშირად განხილვის საგანია.
2018 წელს, როდესაც თოთლაძე ბრიფინგზე პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მოწვეული უცხოელი სტუმრების შესახებ საუბრობდა, მხრებზე პიჯაკი ჰქონდა მოხვეული. მაშინ მინისტრის მოადგილის ჩაცმულობაზე კომენტარი ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც გააკეთა...გაგრძელება