"სუხიშვილების" მოცეკვავე და 4 შვილის დედა თიკა ალავიძე ეკო ფანგანის რუბრიკას, „13 კითხვას“ ეწვია. თიკა საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კალათბურთელის, ზაზა ფაჩულიას მეუღლეა. ამას გარდა, ის ბლოგერობითაც არის დაკავებული და გამომწერებს სასარგებლო რჩევებს ხშირად უზიარებს. გადაცემაში თიკამ პირადი ცხოვრებისა და ოჯახის შესახებ ისაუბრა:
„მარტივი ნამდვილად არ არის, საკმაოდ რთულია, რომ იყო ოთხი შვილის დედა და საკუთარ თავსაც დაუთმო დრო, მაგრამ ზაზაც არ მომცემდა საშუალებას, რომ ვარჯიში და საკუთარი თავი მიმეტოვებინა და სხვანაირად მეცხოვრა. საცხოვრებელ ადგილს ხშირად ვიცვლით, ზაზას აქტიური ცხოვრებიდან გამომდინარე. 4 ბავშვით გვიწევს ხოლმე ჩალაგება და გადასვლა, მაგრამ ახალი გამოწვევებია, ახალ მეგობრებს ვიძენთ და გამოცდილებაც გვემატება. ყველაზე მეტად კალიფორნიაში ცხოვრება მომწონდა“, - ამბობს თიკა.
„იმ საღამოს წავედით ვახშამზე და ზუსტად ცხრა საათზე თიკა სახლში წავიდა… ჩემი დიდი გულშემატკივარია, გამიმართლა, რომ ასეთი მეუღლე შემხვდა“ - ზაზა ფაჩულია ცოლისა და ოჯახის შესახებ
„თქვენ ამ პლანეტიდან არ ხართ? ულამაზესი ოჯახი გაქვთ“ - ზაზა ფაჩულიასა და თიკა ალავიძის ოჯახური იდილია