ოჯახი

„ძალიან მაგარი მეგობრები ვიყავით... მიხარია, რომ ასეთი ოჯახი შემხვდა“ - თემურ წიკლაურის შვილიშვილის, ანდრო გოგიბედაშვილის მიერ შექმნილი მუსიკა კოსმოსში გაიგზავნება

„ძალიან მაგარი მეგობრები ვიყავით... მიხარია, რომ ასეთი ოჯახი შემხვდა“ - თემურ წიკლაურის შვილიშვილის, ანდრო გოგიბედაშვილის მიერ შექმნილი მუსიკა კოსმოსში გაიგზავნება
ანდრო გოგიბედაშვილი ცნობილი ბაბუის, თემურ წიკლაურის გზას აგრძელებს და მუსიკასთან მასაც ახლო შეხება აქვს. როგორც თავად ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას განმარტა, მის მიერ შექმნილი მუსიკა სარელაქსაციო ხასიათისაა: „კოსმოსში გაიგზავნება სულ 30 ნამუშევარი, რომელთაგან ერთ-ერთი ჩემი იქნება. 15-წამიანი სიგნალები იგზავნება. ჩემს კომპოზიციას ჰქვია „კოსმიური ტბის გამჭვირვალობა“ და ამ მუსიკის ისეთ სიხშირეზე კონვერტაცია ხდება, რომ გაიგზავნოს კოსმოსში. 4 ოქტომბერს პირდაპირი რეისით გაფრინდება მზის სისტემის გარეთ მყოფი პლანეტისკენ და ადგილზე 2146 წლის 11 ოქტომბერს ჩავა“ - თქვა მან.

ერთ-ერთ
ინტერვიუში ანდრო გოგიბედაშვილმა ბაბუასთან ურთიერთობის შესახებაც ისაუბრა: „ძალიან მაგარი მეგობრები ვიყავით. ძალიან მიხარია და მადლიერი ვარ, რომ დედამიწაზე ცხოვრების დროს ასეთი ოჯახი შემხვდა. დავემთხვიეთ ამ ცხოვრებაში და მე შვილიშვილი ვიყავი, ის კი ბაბუა. იყო ჩემი მასწავლებელი, მეგობარი…“ - ამბობდა ის.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
e87a93