პრინც ჩარლზს ძალიან ემოციური შეხვედრა ჰქონდა მის შვილიშვილ ლილიბეტთან, რომელიც მშობლებთან და ძმასთან, არჩისთან ერთად ბრიტანეთს დედოფლის იუბილეზე დასასწრებად ესტუმრა.
სამეფო წყაროები ამბობენ, რომ ჩარლზი და კამილა შვილიშვილების ნახვით წარმოუდგენლად ბედნიერები იყვნენ. ამას გარდა, იუბილეზე ჩარლზმა ლილიბეტი პირველად ნახა.
ჰარის, რომელმაც ბრიტანეთი 2020 წელს დატოვა, მამასთან საკმაოდ რთული ურთიერთობა ჰქონდა და გარკვეული პერიოდი ის ჩარლზის ზარებსაც კი არ პასუხობდა.
სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ მონარქია ოპრა უინფრისთან ინტერვიუს შემდეგ დატოვეს, სადაც მეგანმა განაცხადა, რომ სამეფო ოჯახის წევრები მის მიმართ რასისტული დამოკიდებულებით გამოირჩეოდნენ, რის გამოც სუიციდზეც არაერთხელ უფიქრია.
ინტერვიუს შემდეგ მეგანს საკმაოდ ხშირად აკრიტიკებენ და განსაკუთრებით ხშირად ადარებენ ქეით მიდლტონს, თუმცა მარკლის გულშემატკივრების თქმით, ქეითისგან განსხვავებით მეგანი თავისუფალი და ბედნიერი ქალია, რომელსაც ქმარი უამრავ ქალთან არ ღალატობს.
მეგან მარკლი აშშ-ში აბორტის აკრძალვას აპროტესტებს -„სასამართლო სისტემა უნდა იყოს ისეთი ადამიანების ხელში, რომლებსაც ცხოვრების არსი და გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობა ესმით"
ნახეთ, რა რაოდენობის თანხას გამოიმუშავებენ ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები ყოველწლიურად
მეგან მარკლი ქალიშვილის პირველ ფოტოს აქვეყნებს - ნახეთ, როგორ გამოიყურება პატარა ლილიბეტი