მსახიობი და პაროდისტი ლაშა გურგენიძე დაქორწინდა. მისი რჩეული თაკუნა მჭედლიშვილია. წყვილმა საქორწილო წვეულება ბაზალეთში, ულამაზეს გარემოში გამართა.
კადრებს ქორწილიდან თავად სიძე-პატარძალი "ინსტაგრამზე" აქვეყნებს.
ლაშა გურგენიძე და თაკო მჭედლიშვილი 6 წელია, ერთად არიან, თუმცა ლაშამ თაკოს ოფიციალურად ხელი იანვრის თვეში, პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ფინალში, პირდაპირი ეთერის დროს სთხოვა.
- ცამდე მიყვარხარ! თანახმა ხარ, ცხოვრების ბოლომდე გამიძლო? - ჰკითხა ლაშამ თაკოს და სასურველი თანხმობაც, რასაკვირველია, მიიღო.