ნანუკა გულუამ ახლახან იმშობიარა და მას გოგონა, ნინა შეეძინა.
მსახიობი და ტელეწამყვანი ცნობილ ექიმთან, დავით გაგუასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და მას მადლობას უხდის:
„ყველაზე სტრესულ სიტუაციაში, ფაქტობრივად, ვიყავი შინ. ყველას ყურადღება შენკენაა მომართული, ყველა ზრუნავს მხოლოდ შენზე და შენს შვილზე და ამ უსაზღვრო კომფორტში ადვილად გადაგაქვს ყველანაირი ტკივილი, შიში და დისკომფორტი! მიყვარხართ და მეიმედებით სულ… p.s. შევხვდებით მალე…“
ბავშვის დაბადებას ემოციური პოსტით ნანუკას მეუღლე, კახა კაშიაც გამოეხმაურა:
„ნანუკა უბედნიერესი დედაა. შიში არ აქვს, თუმცა ემოციურია. მე რადგან გამოცდილება მაქვს, უფრო თამამი ვარ, ბავშვის ხელში აყვანა არ მიჭირს. ნანუკა უფრო ფრთხილობს. ახლაც მე ვაჭამე საჭმელი. რომ ვთქვა, სიამოვნებით გამოვუცვლი-მეთქი, მოვიტყუები, მაგრამ თუ საჭირო იქნება, რა თქმა უნდა, გავაკეთებ…
37 წლის ასაკში გავხდი მამა და ძალიან მაგარი შეგრძნებაა. ექიმმა ნანუკას უთხრა, ექვსი თვე იქნებ არ დაორსულდეო, თუმცა მერე შემოვიდა და უთხრა, სამ თვეშიც შეიძლებაო. ძალიან გამიხარდა" - ამბობს კაშია.