ოჯახი

„ამ ახალგაზრდა წყვილმა ცხოვრება ორიგინალურად დაიწყო...“ - მთაში დაწყებული სიყვარულის ამბის გაგრძელება და წყვილი, რომელიც ქალაქიდან გუდამაყარში გადასახლდა

„ამ ახალგაზრდა წყვილმა ცხოვრება ორიგინალურად დაიწყო...“ - მთაში დაწყებული სიყვარულის ამბის გაგრძელება და წყვილი, რომელიც ქალაქიდან გუდამაყარში გადასახლდა
ამ ახალ­გაზ­რდა წყვილ­მა ცხოვ­რე­ბა ორი­გი­ნა­ლუ­რად და­ი­წყო. გი­ორ­გი ბე­ქა­ურ­მა და ხა­ტია სუ­ხაშ­ვილ­მა ერ­თმა­ნე­თი მთა­ში გა­იც­ნეს, შემ­დეგ კი ჯვა­რი ზღვის დო­ნი­დან 4000 მეტრზე, მყინ­ვარწვერ­ზე პა­ტა­რა სამ­ლოც­ვე­ლო­ში და­ი­წე­რეს, სა­დაც ღმერ­თს სიყ­ვა­რუ­ლი შეჰ­ფი­ცეს.

გი­ორ­გი და ხა­ტია რამ­დე­ნი­მე წლის წინ ამ თე­მა­ზე სა­სა­უბ­როდ კი­დე­ვაც იყ­ვნენ ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტე­ბი. ინ­ტერ­ვი­უს ჩა­სა­წე­რად ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბულ წყვილს გუ­და­მა­ყარ­ში, სო­ფელ გამსში ვეს­ტუმ­რეთ. გი­ორ­გი წარ­მო­შო­ბით გუ­და­მაყ­რი­დან არის, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ქა­ლაქ­ში ცხოვ­რობ­და, მუდ­მი­ვად იმას ცდი­ლობ­და, იქა­უ­რო­ბა არ და­ე­ვი­წყე­ბი­ნა და ისე ეცხოვ­რა, რო­გორც ამას მისი წი­ნაპ­რე­ბი ახერ­ხებ­დნენ...

ჩვე­ნი ინ­ტერ­ვი­უ­დან
რამ­დე­ნი­მე წელი გა­ვი­და. ისი­ნი უკვე სამ­ნი არი­ან, - ჰყავთ 6 წლის გო­გო­ნა, ელე­ნე. მთის სიყ­ვა­რულ­მა ისე იმ­ძლავ­რა, რომ ისი­ნი სა­ცხოვ­რებ­ლად ქა­ლა­ქი­დან ხე­ო­ბა­ში გა­და­ვიდ­ნენ. აა­შე­ნეს კო­ტე­ჯი და უნ­დათ, რომ ფაქ­ტობ­რი­ვად, ხალ­ხის­გან დაც­ლი­ლი გუ­და­მა­ყა­რი, ტუ­რის­ტუ­ლად მა­ინც გა­ა­ცო­ცხლონ... AMBEBI.GE-ს რეს­პონ­დენ­ტი ამ­ჯე­რად ხა­ტი­აა და ახლა უკვე მათი ოჯა­ხის სე­რი­ო­ზულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე გვი­ამ­ბობს.

- თქვე­ნი მთის სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი კი ვი­ცო­დი, მაგ­რამ ახლა იქ უკვე ცხოვ­რე­ბაც გა­და­გი­წყვე­ტი­ათ. რო­გორ მოხ­და ეს?

- გი­ორ­გის ძა­ლი­ან უყ­ვარს აქა­უ­რო­ბა, მისი მხა­რეა და ჩვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ვე­ლიც ზუს­ტად ეს გახ­და. ყო­ველ დას­ვე­ნე­ბის დღეს, თა­ვი­სუ­ფალ დროს გული აქეთ მო­უ­წევ­და. სა­ბო­ლო­ოდ კი გა­დავ­დგით ეს ნა­ბი­ჯი, რომ ამ ხე­ო­ბის­თვის ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბაც დაგ­ვე­კავ­ში­რე­ბი­ნა... ამა­ზე ფიქ­რი რამ­დე­ნი­მე წელი გრძელ­დე­ბო­და, ვგეგ­მავ­დით, რა­ღაც ვა­რი­ან­ტებს გან­ვი­ხი­ლავ­დით. შემ­დეგ კი იმა­ზე შევ­ჯერ­დით, რომ აქეთ წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვით და საქ­მი­ა­ნო­ბას­თან ერ­თად, ცხოვ­რე­ბა აქ გაგ­ვეგ­რძე­ლე­ბი­ნა.

- ე.ი. გინ­დო­დათ გუ­და­მა­ყარ­თან კი­დევ მეტი კავ­ში­რი გქო­ნო­დათ...

- კი, მჭიდ­რო და სა­ფუძ­ვლი­ა­ნი კავ­ში­რი, მუდ­მი­ვად აქეთ ვყო­ფი­ლი­ყა­ვით და კო­ტე­ჯი ავა­შე­ნეთ, რო­მელ­საც დღეს უკვე სტუმ­რებ­ზე, ტუ­რის­ტებ­ზე ვა­ქი­რა­ვებთ. ამ საქ­მის კე­თე­ბა კი შო­რი­დან არ გა­მო­ვი­დო­და. ამას მა­შინ მივ­ხვდით, როცა მშე­ნებ­ლო­ბას ვი­წყებ­დით. მშე­ნებ­ლო­ბა კლი­მა­ტის და სხვა­დას­ხვა წვრილ-წვრი­ლი პრობ­ლე­მის გამო დიდ­ხანს გაგ­რძელ­და, რა­მაც შეგ­ვა­ფერ­ხა. მუ­შა­ო­ბა უკვე ამ გა­ზა­ფხულ­ზე და­ვი­წყეთ... იცით, რომ აქეთ რთუ­ლი ზამ­თა­რიც იცის და ამის გა­მოც გაგ­ვი­ჭირ­და, მაგ­რამ ახლა უკვე ნელ-ნელა ავ­მუ­შავ­დით და სა­ინ­ტე­რე­სო რა­ღა­ცებს ვფიქ­რობთ.

წაიკითხეთ სრულად

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
რედაქტორის რჩევით
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93