გიორგი ყიფშიძის ქალიშვილი, ნატალია ყიფშიძე და მეუღლე, ენი გასოევა გადაცემა „დღის პოსტს“ სტუმრობდნენ, სადაც ერთმანეთთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრეს.
ნატალია ყიფშიძე: „თავიდან ორჯერ ვნახე ენი, ერთმანეთს არ ვიცნობდით. თავიდან თინეიჯერული „გამოხტომა“ მქონდა, არ ვიეჭვიანე, უბრალოდ, ჩემთვის უცხო იყო ეს ყველაფერი. შემდეგ ცალკე გავიცანი ენი და პირველივე წამიდან დავმეგობრდი.
მივხვდი, რომ მამაჩემმა მასში დაინახა ის, რაც საჭიროა ადამიანმა დაინახოს იმისთვის, რომ შეიყვაროს სხვა ადამიანი. მთავარი არა ასაკობრივი სხვაობა, არამედ ის არის, თუ ვინ არის ენი, სულით და ტვინით. ეს 20 წელი სხვაობა საერთოდ, არაფერს ნიშნავს, როდესაც ადამიანი უკვე არის ჩამოყალიბებული და ერთმანეთს ასე უხდებიან. სულის მეგობრები არიან და მამას ცვლილებაც ამ ყველაფერს ნიშნავს. მამა ენისთან დაღვინდა, რეალურად უყვარს და მისთვის რაღაც ახალს აკეთებს ან უკეთესობისკენ ცვლის.
მე და მამა ისედაც ძალიან ახლოს ვიყავით, მაგრამ მე და ენი, რაც უფრო გახსნილები გავხდით, ურთიერთობაც რა თქმა უნდა, უკეთესობისკენ წავიდა.
მე და ენი ერთმანეთის ტანსაცმელსაც ვიცვამთ ხოლმე, თუმცა რაღაცებზე შეიძლება ვერ შევთანხმდეთ, თუნდაც რაღაც შეხედულებაზე, მაგრამ ის, რაც არ გვაქვს საერთო ისიც არ არის პრობლემა..
კრისტიც მეგობრობს.. მამამ გაიხსენა, დილის 6:00 საათზე მესმის, სამზარეულოში კრისტის სიცილიო, ვიფიქრე, რა ხდება-თქო, თურმე “ფეისთაიმით” რაღაცებს ეჭორავებიანო. ასე გაიგო მამამ, რომ ესენი მეგობრობენ.“