ოჯახი

"მთელი ოჯახისთვის მამა უძვირფასესი ადამიანია. მან დედას ძალიან ხელი შეუწყო, თავის პროფესიული საქმიანობა გაეგრძელებინა... მთელი ქორწილი ვტიროდი, ცრემლი არ შემშრობია" - თეა დარჩიას ქალიშვილი ოჯახსა და ძმის ქორწინებაზე

"მთელი ოჯახისთვის მამა უძვირფასესი ადამიანია. მან დედას ძალიან ხელი შეუწყო, თავის პროფესიული საქმიანობა გაეგრძელებინა... მთელი ქორწილი ვტიროდი, ცრემლი არ შემშრობია" - თეა დარჩიას ქალიშვილი ოჯახსა და ძმის ქორწინებაზე
სულ ახ­ლა­ხან სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის ცნო­ბი­ლი მო­ცეკ­ვა­ვის, თეა დარ­ჩი­ას და მისი მე­უღ­ლის გუჯა მა­თი­აშ­ვი­ლის ვაჟ­მა მი­რი­ან­მა იქორ­წი­ნა. მი­რი­ა­ნის რჩე­უ­ლი ელი­ჩკა ბა­რა­მი­ძეა... ქორ­წი­ლის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი და ვი­დე­ო­მა­სა­ლა ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში ფარ­თოდ გავ­რცელ­და და დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბაც მოჰ­ყვა... გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა კი გუჯა მა­თი­აშ­ვი­ლის და უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლის - მა­რი­ამ მა­თი­აშ­ვი­ლის შეს­რუ­ლე­ბულ­მა ცეკ­ვამ გა­მო­იწ­ვია...

თეას და გუ­ჯას ოთხი შვი­ლი ჰყავთ. უფ­რო­სი, მა­რი­ა­მი "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის" მო­ცეკ­ვა­ვეა..

"სი­ტყვე­ბი არ მყოფ­ნის, რომ გა­მოვ­ხა­ტო შენ­და­მი ჩემი უდი­დე­სი სიყ­ვა­რუ­ლი და პა­ტი­ვის­ცე­მა, უბ­რა­ლოდ მად­ლო­ბა ღმერ­თს რომ ჩემი მა­მი­კო ხარ უსა­ზღვროდ მიყ­ვარ­ხარ"
- ამ წარ­წე­რით გა­მო­აქ­ვეყ­ნა მა­რი­ამ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი ვი­დეო, რა­საც ბევ­რი ემო­ცი­უ­რი კო­მენ­ტა­რიც მოჰ­ყვა...

AMBEBI.GE მა­რი­ამ მა­თი­აშ­ვილს ესა­უბ­რა:

- ყვე­ლას ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა, ვინც ჩვე­ნი სი­ხა­რუ­ლი გა­ი­ზა­ი­ა­რა და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა გა­მო­ხა­ტა... ალ­ბათ ყვე­ლა­ფე­რი ას­მა­გად და­მიბ­რუნ­და, რად­გან ჩემი ემო­ცი­ე­ბი იმ­დე­ნად დიდი იყო, სი­ტყვე­ბით რომ ვერ გად­მოვ­ცემ. ჩემი ოცი წლის ძმა და­ქორ­წინ­და და ძა­ლი­ან გუ­ლი­სა­მა­ჩუ­ყე­ბე­ლი სცე­ნა იყო, რო­დე­საც ცეკ­ვა მა­მას­თან ერ­თად შე­ვას­რუ­ლე.

- რო­გორც ვიცი, მა­მას დიდი ამა­გი აქვს შვი­ლებ­ზე, რად­გან ქალ­ბა­ტო­ნი თეა ხში­რად გას­ტრო­ლებ­ზე იყო და თქვენ­ზე მამა ძა­ლი­ან ზრუ­ნავ­და...

- დია, ნამ­დვი­ლად ასეა... მთე­ლი ოჯა­ხის­თვის მამა უძ­ვირ­ფა­სე­სი ადა­მი­ა­ნია. მან დე­დას ძა­ლი­ან ხელი შე­უ­წყო, თა­ვის პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა. მა­მას მარ­თლაც დიდი ამა­გი აქვს ჩვენ­ზე, მისი გაზ­რდი­ლე­ბი ვართ.

- ცეკ­ვა თქვენც პა­ტა­რა ასა­კი­დან და­ი­წყეთ...

- დიახ, რაც თავი მახ­სოვს, მარ­თლაც სულ ვცეკ­ვავ. დე­და­ჩე­მი ჩემ­ზე ფეხ­მძი­მედ იყო, როცა კვლავ ცეკ­ვავ­და. ბოლო დღე­ებ­ში და­ა­ნე­ბა ცეკ­ვას თავი, რა­ღაც პე­რი­ო­დი... მთე­ლი ბავ­შვო­ბა რა­საც ვხე­დავ­დი ეს იყო დე­დას, მა­მას ცეკ­ვა... თუმ­ცა მო­ცეკ­ვა­ვის პრო­ფე­სია სე­რი­ო­ზუ­ლად გა­და­წყვე­ტი­ლი არ მქონ­და, თე­ას­თან დავ­დი­ო­დი ცეკ­ვის სტუ­დი­ა­ში, შემ­დეგ ან­სამ­ბლის სტუ­დი­ა­ში გა­ვაგ­რძე­ლე სწავ­ლა. დე­დას კო­ლე­გამ, ქალ­ბა­ტონ­მა - ტატა გო­მე­ლა­ურ­მა შე­მომ­თა­ვა­ზა უბ­რა­ლოდ მე­ცა­და და ამის მერე და­ი­წყო ჩემი ცეკ­ვის მი­მართ სე­რი­ო­ზუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა.

- ალ­ბათ დღემ­დე სულ არის შე­და­რე­ბა თქვენ­სა და ქალ­ბა­ტონ თეას შო­რის...

- და­სა­წყი­სის­თვის მარ­თლაც ძა­ლი­ან სა­პა­სუ­ხიმ­გებ­ლო იყო. პა­ტა­რა რომ ვი­ყა­ვი მწყინ­და კი­დეც, მაგ­რამ შემ­დეგ ამ ყვე­ლა­ფერ­მა გა­მაძ­ლი­ე­რა. სტი­მუ­ლი მომ­ცა, და­მემ­ტკი­ცე­ბი­ნა, რა­ღაც რომ მეც შე­მეძ­ლო. ყვე­ლა­ნა­ი­რად ვცდი­ლობ­დი, წინ წავ­სუ­ლი­ყა­ვი და გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი­ყა­ვი.

- წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში დედა გვერ­დით გედ­გათ?

- დედა ჩემს მი­მართ ძა­ლი­ან მომ­თხოვ­ნი იყო და ბუ­ნებ­რი­ვია ასეც უნდა ყო­ფი­ლი­ყო. რა თქმა უნდა, ყვე­ლა­ნა­ი­რად გვერ­ში მედ­გა, მაგ­რამ რა­მეს თუ არას­წო­რად ვა­კე­თებ­დი, არა­სო­დეს მომფრ­თხი­ლე­ბია. როცა სა­ჭი­რო იყო, შე­ნიშ­ვნას აუ­ცი­ლებ­ლად მომ­ცემ­და. დღეს ძა­ლი­ან მად­ლი­ე­რი ვარ, რად­გან თუ რა­მეს წარ­მო­ვად­გენ, მთლი­ა­ნად მისი დამ­სა­ხუ­რე­ბაა. დღეს ქარ­თუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ბა­ლე­ტის, ან­სამ­ბლ "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის“ წევ­რი ვარ. აქ­ტი­უ­რად ჩარ­თუ­ლი ვარ ამ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, ყვე­ლა­ნა­ი­რად ვცდი­ლობ ან­სამ­ბლის სა­ხე­ლი გა­ვამ­რთლო, ვიყო „სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის“ წევ­რი! სა­კონ­ცერ­ტო პროგ­რა­მით ძა­ლი­ან ბევ­რს ვმოგ­ზა­უ­რობთ.

- უფრო მეტი რომ გვი­თხრათ, თქვე­ნი ახ­ლა­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი ძმის შე­სა­ხებ...

- მო­გეხ­სე­ნე­ბათ, დედ­მაშ­ვი­ლე­ბი­დან უფ­რო­სი მე გახ­ლა­ვართ... მი­რი­ა­ნი ოცი წლის არის. რთუ­ლად წარ­მო­სად­გე­ნია, მაგ­რამ მას­ზე ძა­ლი­ან დიდი ამა­გი მაქვს. მახ­სოვს, რო­გორ ვაჭ­მევ­დი, ვა­ძი­ნებ­დი, ვუვ­ლი­დი... ამი­ტო­მაც იყო ეს ქორ­წი­ლი ჩემ­თვის ასე გუ­ლი­სა­მა­ჩუ­ყე­ბე­ლი, თით­ქოს ჩემ­მაშ ვილ­მა იქორ­წი­ნა, მარ­თლა ასე­თი შეგ­რძნე­ბა მქონ­და. მთე­ლი ქორ­წი­ლი ვტი­რო­დი, ცრემ­ლი არ შემშრო­ბია. მერე ეს ძა­ლი­ან სა­ხუ­მა­რო თემა იყო... თან ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, რად­გან ელე­ნე სა­ო­ცა­რი გო­გოა. ერ­თმა­ნე­თი ძა­ლი­ან უყ­ვართ და თან ნა­თე­ლი მსგავ­სე­ბა აქვთ. ძა­ლი­ან თბი­ლი, ლაღი წყვი­ლია და უსა­ზღვროდ მი­ხა­რია..

- მა­მას­თვის რამ­დე­ნად ემო­ცი­უ­რი იყო ეს დღე?

- მა­მა­ჩე­მი ჩემ­ზე ალ­ბათ ბევ­რად უფრო ემო­ცი­უ­რია, მაგ­რამ ასე სა­ხალ­ხოდ გა­მო­ხატ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა არ ჰქონ­და. ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­და, ნერ­ვი­უ­ლობ­და რა რო­გორ იქ­ნე­ბო­და... შვი­ლე­ბი­დან პირ­ვე­ლი ქორ­წი­ლი იყო და ცხა­დია ძა­ლი­ან დიდ გან­ცდებ­ში იყო.

- ბევ­რი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი გე­ყო­ლე­ბათ და თქვენს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზეც ხომ ვერ გაგ­ვან­დობთ რა­მეს?

- არა, ჩემ­თან მარ­თლაც არა­ფე­რი არ არის ახა­ლი და ამ მხრივ სათ­ქმე­ლიც არა­ფე­რი მაქვს.

წყარო: ambebi.ge
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28
e87a93