სოციალური პროექტი "ქალები საქართველოდან" წარმოგიდგენთ 29 წლის ნინი ნარიმანიძეს თბილისიდან, რომელიც შვილად აყვანისა და ნაშვილები ადამიანების ტაბუდადებულ თემაზე საუბრობს. ახალგაზრდა ქალი პირადი მაგალითის მიხედვით გვიყვება, თუ რა ემოციური გზის გავლა უწევთ ნაშვილები ბავშვების მშობლებსა და თავად ნაშვილებ ადამიანებს.
„ჩემი ოჯახი რომ არა, არ ვიცი, სად ვიქნებოდი, ვინ ვიქნებოდი, სახელიც კი არ ვიცი, რა მერქმეოდა. ძალიან გამიმართლა ცხოვრებაში, რომ მათთან მოვხვდი.
დიდ ოჯახში გავიზარდე. ბებიას პე
დაგოგიური ჰქონდა დამთავრებული, ბაბუა სამხედრო იყო, ომის ვეტერანი. სამი ქალიშვილი გაზარდეს და საკმაოდ კარგი განათლება მისცეს, დედაჩემი იურისტია, ერთი დეიდა მუსიკისმცოდნე, მეორე - გერმანული ენის სპეციალისტი. ყოველთვის სწავლასა და კარიერას იყვნენ გადაყოლილი და გათხოვების სურვილი არასდროს ჰქონიათ. რაღაც ეტაპზე, დედაჩემი მიხვდა, რომ მარტო ყოფნა არ უნდოდა და შვილის აყვანა გადაწყვიტა. ეს არ იყო მარტივი ნაბიჯი, მით უმეტეს, საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა მაშინ და ძალიან დიდი სანაცნობო წრე ჰყავდა. იმ პერიოდში კიდევ უფრო განიკითხავდნენ ნათესავები, მეზობლები, მეგობრები... 7 დღის ვიყავი, როცა ამიყვანეს, სამშობიაროდანვე გამაშვილეს. როგორც ვიცი, დედამ ძალიან ბევრი იშრომა ამისთვის, ყველაფერი წინასწარ იყო შეთანხმებული, დეტალები არ მიკითხავს, მისთვის მძიმე იყო ამის გახსენება. მაშინაც არ იყო მარტივი და დღეს კიდევ უფრო რთული პროცესია შვილად აყვანა. მახსოვს, დედამ მითხრა და ხშირად ამბობს ამას, პირველად რომ ჩაგხედე თვალებში, იმ წამიდან შემიყვარდი, ისეთი დიდი თვალები გქონდაო. ეს რას ნიშნავდა, მაშინ გავაცნობიერე, როცა მე თვითონ მეყოლა შვილი. ორსულობის პერიოდში, კი, დადებითი ემოციები გაქვს, მაგრამ ერთი დანახვით შეყვარება რა იყო, მეც მაშინ მივხვდი.
ძალიან გამათამამეს, არაფერი მაკლდა. მიუხედავად ე.წ. “ბნელი 90-იანებისა” “პამპერსი” რომ არსად იშოვებოდა, ჩემთვის თურქეთიდან ჩამოჰქონდათ, ჩემს მეგობრებს რომ დიდი ზომის ტანსაცმელი ეცვათ, მე ტყავის ჩექმებითა და “დუბლიონკით” დავდიოდი. ხანდახან მეთაკილებოდა კიდეც, უფრო სწორად, მრცხვენოდა ამის გამო. არაფერი დაუკლიათ, არც სითბო და არც რამე მატერიალური. მაქსიმალურად შეძლეს ყველაფერი, ფაქტობრივად, სიცოცხლე მაჩუქეს.
როცა ჩემი შვილი გაჩნდა გვერდით იწვა ქალი,რომელმაც მოითხოვა ძუძუ ამიკარითო,გამიკვირდა ექიმები და ექთნები აკითხავდნენ და თხოვდნენ ერთხელ მაინც ენახა პატარა,იქნებ გადაიფიქროვო არა ჯიუტად იდგა თავის გადაწყვეტილებაზე,მერე გაიპარა 2 სამშობიაროდან ეს იყო 1972 წლის ივლისი,და ეხლა რას იტყვით?
იმდენი ბავშვი მოპარეს ეგრე მშობლებს სამშობიაროში და.კვდრად გამოუცხადეს დანაშაულია ეს დამოკიდებულება. იქნებ გეძებს დედა ან არც იცის რომ ცოცხალი ხარ. სულ რომ გაეყიდე შენ უნდა იხოდე შენი ფესვები რომ არ მოხდეს ინცესტი,.მაგრამ დიდი აკბათობით მოპარული შვილი ხარ ვიდრე გაყიდული.
რას ნიშნავს ,,დედამ ძალიან ბევრი იშრომა..ყველაფერი წინასწარ იყო შეთანხმებული.." სამშობიაროდან რატომ უნდა გაშვილდეს 7დღის ბავშვი? ამისთვის ხომ ბავშვთა სახლები არსებობს. რატომ უნდა ტიროდეს და განიცდიდეს კეთილსინდისიერი გამზრდელი დედა, რომელმაც მიტოვებული ბავშვი გაზარდა?
ვინ იცის, სიმართლე?!...
სამშობიაროდან მოპარულებს ჰყიდიდნენ.მიტოვებულებს ბავშვთა სახლში უშვებდნენ, ყველა მყიდველს კარგი გენეტიკის ბავშვი უნდოდა.ადამიანით მოვა ჭერეები,მყიდველიც და გამყიდველიც უნდა დაისაჯოს.ერთიც ქურდია და მეორეც.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.