მომღერალი ნინო ჩხეიძე ჟურნალ "სარკესთან" საუბრისას განმარტავს, რომ მას დამოუკიდებელი ფინანსური ცხოვრება აქვს და საკუთარ ხარჯებს თავად განაგებს:
"ცხოვრებაში ყველაფერი შრომით მაქვს მოპოვებული, თუმცა იღბალი და გამართლებაც ხშირად ჩემს მხარეს ყოფილა. მე უკვე 9 წელია, დამოუკიდებელი ვარ ფინანსურად. ყველაფერს თვითონ განვაგებ, შემოსავალსაც და გასავალსაც. საკუთარი შრომით მოპოვებული ფულის ხარჯვა უფრო დიდი სიამოვნება ყოფილა, ვიდრე ქმრის ბიუჯეტით ცხოვრება" - ამბობს ნინო ჩხეიძე.