ოჯახი

"27 წლამ­დე ვცხოვ­რობ­დი თბი­ლის­ში და ის წლე­ბი ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სია ჩემ­თვის" - თათა ქართველიშვილის სამოდელო კარიერა, გუბერნატორი მეუღლე და ახდენილი ამერიკული ოცნება

"27 წლამ­დე ვცხოვ­რობ­დი თბი­ლის­ში და ის წლე­ბი ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სია ჩემ­თვის" - თათა ქართველიშვილის სამოდელო კარიერა, გუბერნატორი მეუღლე და ახდენილი ამერიკული ოცნება
წლე­ბის წინ თათა ქარ­თვე­ლიშ­ვილს ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გად იც­ნობ­და. მისი კა­რი­ე­რა სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით და­ი­წყო, შემ­დეგ კი სა­ტე­ლე­ვი­ზიო ინ­დუსტრი­ა­ში გა­და­ი­ნაც­ვლა. და­ო­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ თათა კი­დევ ერთხელ მო­ექ­ცა ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშ - მისი მე­უღ­ლე ზურა არ­სოშ­ვი­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დროს შიდა ქარ­თლის ყო­ფი­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რი გახ­ლდათ. ხე­ლი­სუფ­ლებ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ წყვილ­მა სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა და ამე­რი­კუ­ლი ოც­ნე­ბის ასახ­დე­ნად შტა­ტებ­ში გა­ემ­გზავ­რა...

ახლა თათა ქარ­თვე­ლიშ­ვილს მო­დის ინ­დუსტრი­ა­ში კარ­გად იც­ნო­ბენ, ის ქარ­თუ­ლი მო­დის ამ­ბა­სა­დო­რია ლოს-ან­ჯე­ლეს­ში. სწო­რედ მისი პიარსა­ა­გენ­ტო TATA PR Los Angeles-ის სა­შუ­ა­ლე­ბით ხდე­ბა, რომ მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი
ვარ­კვლა­ვე­ბი ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბის სა­მოსს იც­ვა­მენ და მათ მიერ შექ­მნილ სამ­კა­უ­ლებს ირ­გე­ბენ...

ის წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქა­ლია, ამა­ვე დროს, დედა და მე­უღ­ლე, რო­მე­ლიც კა­რი­ე­რის გან­ვი­თა­რე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად ცდი­ლობს, რომ ოჯა­ხის­თვი­საც ყო­ველ­თვის დარ­ჩეს დრო...

- თათა, კა­რი­ე­რა მო­დე­ლო­ბით და­ი­წყეთ, იყა­ვით ტე­ლე­წამ­ყვა­ნი, თუმ­ცა წლე­ბია უკვე შტა­ტებ­ში ცხოვ­რობთ... სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბის წლებს რო­გორ გა­იხ­სე­ნებ­დით?

- უზო­მოდ მიყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლო და ყო­ველ­თვის კარ­გი მახ­სენ­დე­ბა, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ტა­რე­ბულ წლებ­ზე ვფიქ­რობ. 27 წლამ­დე ვცხოვ­რობ­დი თბი­ლის­ში და ის წლე­ბი ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სია ჩემ­თვის. თბი­ლის­ში მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბა მქონ­და, ძა­ლი­ან ბევ­რი რამ ხდე­ბო­და ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში. ვფიქ­რობ, რომ ადა­მი­ა­ნი ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რად თავს მა­ინც სა­კუ­თარ სამ­შობ­ლო­ში, გა­რე­მო­ში და საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად გრძნობს.

- მე­უღ­ლის, ოჯა­ხის შე­სა­ხებ მოგ­ვი­ყე­ვით...

- ჩემი მე­უღ­ლე არის ზუ­რაბ არ­სოშ­ვი­ლი. 16 წე­ლია ერ­თად ვართ. გვყავს ორი ქა­ლიშ­ვი­ლი 14 წლის მა­რი­ა­მი და 1 წლის ოდრი. ოდ­რიმ ძა­ლი­ან დიდი სი­ხა­რუ­ლი და მხი­ა­რუ­ლე­ბა შე­მო­ი­ტა­ნა ჩვენს ოჯახ­ში და ყვე­ლა ოდ­რის აღ­ზრდა­ზე ვართ გა­დარ­თუ­ლი...გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
რედაქტორის რჩევით
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93