დიზაინერი მაკა კვიციანი ფართო საზოგადოებამ კულინარიული შოუ „მასტერშეფიდან“ და პროექტ „ნიჭიერიდან“ გაიცნო, სადაც მან ჟიურის ამპლუა მოირგო. მაკა სოციალურ ქსელში, განსაკუთრებით კი, „ინსტაგრამზე“, აქტიურია და ხშირად აქვეყნებს როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებს. ის ბრენდ „დალოდის“ შემოქმედებითი ხელმძღვანელია. მაკას სამი ვაჟი ჰყავს. მისი მეუღლე კი ბიზნესმენი შოთა ბერეკაშვილია, რომელიც 2017 წლიდან კი "მ² უძრავი ქონების" მმართველი პარტნიორი და მშენებლობის მენეჯმენტის მიმართულების ხელმძღვანელია.
ამჯერად მაკა კვიციანი დაბადების დღეს შვილს, თაზო ბერეკაშვილს ულოცავს და მასთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს: "გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო სიყვარულო" - წერს ის ინსტაგრამზე.