დარია ნინოს დედას ეძახის და ამას ყველა ინტერვიუში აღნიშნავს. „ნინო ჩემთვის როგორც დედა, ისეა. ის მივლის, მან წამიყვანა ამერიკაში, მიმიყვანა სკოლაში. ნინომ მასწავლა ინგლისური, დამეხმარა ყველაფერში. უდიდესი ამაგი აქვს ჩემზე. სანამ ნინო აქ არის ხოლმე, მის ქმართან ერთად ვარ. საკმაოდ დამოუკიდებელი ვარ, მაგრამ ყველაფერში ვერა.

ამჯერად ილიკო სუხიშვილი სწორედ დარიასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს, გულშემატკივრებისაგან კი უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს: „საუკეთესო სუხიშვილები“, „ერთნაირი მამა-შვილი“, „ესაა ნამდვილი სიყვარული“ - წერენ კომენტარებში.
