როდესაც წყვილს შორის მტკივნეულ თემაზე საუბარი გარდაუვალია, თითქმის ყველა ქალი ერთსა და იმავე ფრაზას ამბობს- "საყვარელო, უნდა დავილაპარაკოთ". როგორც ფსიქოლოგებმა დაადგინეს, სწორედ ეს ფრაზა იწვევს მამაკაცებში ნერვულ სტრესს.
როდესაც კაცი საყვარელი ქალისგან ამ ფრაზას ისმენს, საშინელი ეჭვი იპყრობს, რომ რაღაც ძალიან ცუდი მოხდა. პირველ რიგში კი იგი ფიქრობს, რომ მამაკაცურ მოვალეობებს ვერ ართმევს თავს სათანადოდ.
"ამას გარდა, ამ ფრაზის მოსმენის შემდეგ კაცი ფიზიკურადაც არაკომფორტულად გრძნობს თავს- მის ორგანიზმში ჰორმონ კორტიზოლის მომატება ფიქსირდება, რასაც ძლიერი სტრესი იწვევს"- წერს The Daily Mail –ი.
თუმცა ეს ფაქტებიც კი ვერ გვაიძულებს ქალებს, რომ მამაკაცთან დაგეგმილი საუბარი გადავდოთ. გამოსავალი აქაც ყოფილა.
საკმარისია კაცს დღეში 6-ჯერ ჩაეხუტოთ და არასოდეს უთხრათ უარი სექსზე და მასთან ისეთ ემოციურ კონტაქტს დაამყარებთ, რომ არაგეგმიური საუბრები საერთოდ აღარ დაგჭირდებათ.