სარა ჯესიკა პარკერი, რომელიც მეთიუ ბროდერიკთან იმყოფება კანონიერ ქორწინებაში გამოტყდა, რომ მას და მის მეუღლეს ხშირად უწევთ კომპრომისზე წასვლა ოჯახის შესანარჩუნებლად.
"ყველაფერი დათმობაზეა დამოკიდებული. შეიძლება ქმარს 20 წუთის განმავლობაში, ან სულაც ორი დღის მანძილზე, დასანახად ვერ იტანდეთ, მაგრამ შემდეგ უნდა გიჩნდებოდეთ სურვილი, რომ მასთან ისევ ააწყოთ ურთიერთობა, უნდა გააცნობიეროთ, რომ იგი სწორედ ის ადამიანია, ვისაც მთელი ცხოვრება ეძებდით. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ქორწინება განწირულია"- აცხადებს პარკერი.
ამ გულახდილ ინტერვიუში მსახიობმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ფორმაში ვარ, სინამდვილეში ლამაზი არ ვარ და თმის დავარცხნაც კი არ შემიძლიაო.
"ეს კიდევ არაფერი, ცხოვრებაში ერთხელაც არ წამისვამს ფრჩხილზე ლაქი და არც მაკიაჟის გაკეთება მეხერხება. ფორმაში მხოლოდ მაშინ ვარ, როდესაც გადაღებები მაქვს, ყოველდღიურ ცხოვრებაში კი საშინლად გამოვიყურები. ეს ყველაფერი ძალიან ცუდია, მაგრამ სიმართლეა."