კოსმეტილოგია ისე შორს წავიდა, რომ ყველაზე ღრმა ნაოჭებთან ბრძოლაც კი შესაძლებელია! მაგრამ სამწუხაროდ, არსებობს სიბერის ისეთი ნიშნებიც, რომლებიც იმ შემთხვევაშიც გასცემს ნამდვილ ასაკს, თუნდაც ქალი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდეს.
აი, ყველაზე მთავარი ასაკის "გამცემები". როგორ ვებრძოლოთ მათ, რათა დიდხანს შევინარჩუნოთ ახალგაზრდობა და სილამაზე:
1. ცხვირ-ტუჩის ნაკეცები
ეს ნაკეცები, შესაძლოა, შენი პრობლემა გახდეს 25 წლის ასაკშიც, ამიტომაც რაც უფრო ადრე დაიწყებ საბრძოლო მოქმედებებს, მით უკეთესია.
როგორ მოვიქცეთ: დღეს ყველაზე უკეთესი მეთოდებია – ბიოარმირება და ბიორევიტალიზაცია, ძალიან ღრმა ნაკეცების შემთხვევაში კი – ფილერები ჰიალურონის მჟავით.
2. ჩაშავებული თვალის უპეები
თვალების ჩაშავებისა და ე.წ. "ბატის ფეხების" მთავარი მიზეზი ის არის, რომ ამ ზონაზე კანი ყველაზე თხელია და ცხიმოვანი აპკის გარეშეა. ხშირად ჩვენ უბრალოდ ვაიგნორებთ ამ ადგილზე გაჩენილ პრობლემებს და უკანა პლანზე გადაგვაქვს მისი მოვლა, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მეტად ქალის ასაკს სწორედ თვალის ირგვლივ კანი გასცემს.
როგორ მოვიქცეთ: ადრეულ სტადიაზე დაგეხმარება ხალხური საშუალებები, მაგალითად, მწვანე ჩაის, ან ბალახების ნახარშის კომპრესები, ყინულის კუბები, ასევე კოფეინის შემცველი სხვადასხვა პრეპარატი.
მაგრამ თუკი პროცესი უკვე მიშვებულია, ამ შემთხვევაში უნდა მიმართო AHA-მჟავებს, რეტილომს, პეპტიდამს ან ჰიალურონის მჟავას. კოსმეტოლოგთან კი სცადე შემდეგი პროცედურები: პილინგი, მეზოთერაპია, თერმაჟი და Fraxel.
3. კანის ფერი
ახალგაზრდა ქალის კანი თითქოს შიგნიდან ანათებს და მას თანაბარი ტონი აქვს. თუმცა დროთაგანმავლობაში კანის უჯრედების განახლების პროცესი ნელდება და სახის ფერი ჩამქრალი ხდება, პიგმენტაცია კი მეტად შესამჩნევი ხდება.
როგორ მოვიქცეთ: დასაწყის სტაციაზე კანის დარღვეულ პიგმენტაციას შველის სახის მათეთრებელი კრემები, სიფერმკრთელს კი – სრულფასოვანი ძილი. შემდეგ კი დაგჭირდებათ – ფოტოგაალახგაზრდავება და Fraxel. და არ დაგავიწყდეთ სისტემატიურად გამოიყენოთ კრემები SPF-ით, ჯანმრთელი ცხოვრების წესის დანერგვა და რა თქმა უნდა, სრულფასოვანი ძილი.
4. სახის ოვალი
"გადღაბნილი" კონტურების პრობლემა – ბევრით დამოკიდებულია გენეტიკაზე. ხანდახან 30 წლის, ხან კი 35-ის და მეტ ასაკში ნიკაპთან კანი ჩამოკიდებას იწყებს. შემდეგ კი სახის ოვალი უფრო და უფრო ირღვევა. 45 წლისთვის სახის ოვალის კონტურების მოშლის შანსი 80 %-ს უტოლდება.
როგორ მოვიქცეთ: ამ პრობლემის იდეალური პროფილაქტიკა სახის ვარჯიშია. მაგრამ თუკი სიტუაცია სერიოზულ ჩარევას ითხოვს, სავარაუდოდ, დაგჭირდება ნიკაპის არმირება და ძაფებით კორექცია. სხვათა შორის, სახის ოვალის შეცვლა არა მხოლოდ დაბერების პროცესით შეიძლება იყოს გამოწვეული, არამედ, მაგალითად, ჰორმონალური დარღვევების გამო, ამიტომაც გინეკოლოგთან კონსულტაციაც არ გაწყენდათ.
5. ხელები
რაც უნდა იდეალურად მოვლილი გვქონდეს სახის კანი, ჩვენი მთავარი სავიზიტო ბარათი, ხელები მაინც გასცემს ასაკს. პიგმენტური ლაქები, ნაოჭები, ამობურცული ვენები – აი, ასაკის მთავარი თანამგზავრები. გარდა ამისა, ასაკში ფრჩხილები უფრო თხელი და მტვრევადი ხდება, მათზე ჩნდება ყვითელი პიგმენტაცია, რაც, პირველ რიგში არაესთეტიკურია, მეორეც, პასპორტში არსებულ რეალურ ციფრებზე მიუთითებს.
როგორ მოვიქცეთ: ხელებზე ასაკობრივი ცვლილებების 80 % ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით არის გამოწვეული. ამიტომაც სისტემატიურად გამოიყენე მზისგან დამცავი კრემები და აუცილებლად გამოიყენე სპეციალური ხელთათმანები სახლის ან ბაღის სამუშაოების შესრულების დროს. და რა თქმა უნდა, ლაკონური, ნეიტრალური ფერების მანიკიური ხელებს ბევრად მოვლილს და ახალგაზრდას გამოაჩენს.
6. ყელი
სხეულის ერთ-ერთი ყველაზე მოძრავი ნაწილს, ყელს ყვალაზე ადრე ეტყობა ასაკი. თუმცა, როგორც თვალის ირგვლივ კანის პრობლემების დროს, ასევე ამ შემთხვევაშიც, ის მხოლოდ მაშინ ახსენდება ქალს, როცა ნაოჭები ძალიან შესამჩნევი ხდება.
როგორ მოვიქცეთ: ყელის საკითხში უდიდეს როლს თამაშობს გამართული წელი, ამიტომაც ყურადღება მიაქციეთ მხრებისა თავის მდებარეობას. ნაოჭების გასაქრობად კი სხეულის ამ მონაკვეთში კოსმეტოლოგია იყენებს პლაზმოლიფტინგს, ულტრაბგერით ლიფტინგსა და ფილერებს.
7. ზედმეტი წონა
არასასურველი კილოგრამები არა მხოლოდ გარეგნულად წარმოაჩენს ასაკობრივ ნიშნებს, არამედ შინაგანადაც. ამას დამატებული წონისგან გამოწვეული მოხრილობა და შედეგად ვიღებთ პლუს 10 წელს.
როგორ მოვიქცეთ: ზედმეტ წონასთან ბრძოლა საჭიროა თანდათანობით და ნელ-ნელა მოხდეს. თუკი არასასურველი მოცულობა – გენეტიკური პრობლემაა, უკეთესია მივმართოთ დიეტოლოგს. თუკი ეს გვიანი ვახშმებისა და ბობოქარი უიკ-ენდების შედეგია, საფუძვლად ავიღოთ სწორი კვების პრინციპები – და სირბილით სპორტდარბაზში. სურვილისამებრს შეგიძლიათ დააფიქსიროთ შედეგი შემდეგი პროცედურებით: ლიპოლიზით, კავიტაციითა და ოზონოთერაპიით.