რისი წყალობით ახერხებენ ადამიანები ერთად ცხოვრებას ათწლეულების მანძილზე - გამოვიკვლიეთ 10 მიზეზი, რაც დავიწყებული გვქონდა
რისი წყალობით ახერხებენ ადამიანები ერთად ცხოვრებას ათწლეულების მანძილზე - გამოვიკვლიეთ 10 მიზეზი, რაც დავიწყებული გვქონდა
როცა ქუჩაში 70 წელს გადაცილებულ წყვილს ხედავთ, რომლებიც ხელჩაკიდებულები დასეირნობენ, გული სითბოთი არ გევსებათ? არ გსურთ, იცოდეთ ის ფორმულა, რომელიც ყველა უსიამოვნებას დაგაძლევინებთ და ერთმანეთს ტკბილად შეგაბერებთ? ფორმულა არსებობს და ის 10 რჩევაში მოვაქციეთ.
1. საერთო ინტერესები აქვთ. მუდამ ეძებენ გასართობს, რომელიც ორივეს დააინტერესებს.

საერთო ინტერესები ადამიანებს აახლოებს. ეს შეიძლება საღამოობით ფილმის ყურებაც იყოს. მთავარია, მოიცალოთ ერთმანეთისთვის.

2. ერთ საწოლში უნდა დაიძინოთ ყოველ ღამე

ძილის წინ გაუზიარეთ საყვარელ ადამიანს თქვენი განცდები, მიიღეთ მისი მხარდაჭერა. თავადაც იყავით მის მიმართ ყურადღებიანი და მზრუნველი. გახსოვდეთ, ადამიანები ერთანეთის მოფერებასა და სითბოს საჭიროებენ.

3.
სანამ არ შერიგდებით, ნუ დაიძინებთ

ბედნიერი ადამიანები აღნიშნავენ, რომ ეს მთავარი წესია. სანამ არ გაერკვევით უსიამოვნების, კამათის მიზეზში, არ დაიძინოთ. ამ ერთმა საღამომ შეიძლება გაგიფუჭოთ ის, რასაც წლობით აშენებდით.

4.
ჩაეხუტეთ და აკოცეთ ერთმანეთს დილა-საღამოს

ბედნიერ წყვილებს მუდამ ერთმანეთის ჩახუტებისა და კოცნის სურვილი აქვთ. ფსიქოლოგების აზრით, ეს ჩვეულება ადამიანებს ერთმანეთთან აჯაჭვებს; მათ უუმჯობესდებათ განწყობა; მეტად ენდობიან ერთმანეთს. საქმეებსა და პრობლემებში ჩაფლული ნუ დაივიწყებთ საყვარელი ადამიანის ჩახუტებასა და კოცნას.

5.
ენდეთ ერთმანეთს


თუ ნდობა არ არსებობს, წყვილი ერთად ყოფნას ვერ შეძლებს. ეჭვიანობა და კონტროლი ურთიერთობას არ გაგიუმჯობესებთ, დაგინგრევთ, თავად კი პარანოიკად გაქცევთ.

6.
ისინი ამბობენ: ”მადლობა”, ”მაპატიე”


დღეს ძალიან ბევრი ადამიანი სხვას უთითებს შეცდომებზე, საკუთარს კი არათუ აღიარებს, არც ამჩნევს. ნუ იფიქრებთ პარტნიორის უარყოფით მხარეებზე, ყურადღება დადებითზე გაამახვილეთ. იყავით კეთილი საქციელისთვის მადლიერი და საჭირო დროს პატიებაც ითხოვეთ.

7.
უხარიათ ერთმანეთის გამარჯვება

ბედნიერ წვილებს არ აქვთ ”ჩემი”-”შენი”. მათ სიხარულიც და მწუხარებაც საერთო აქვთ. უნდა შეგეძლოთ საყვარელი ადამიანის რთულ სიტუაციაში გამხნევება და მისი სიხარულის გაზიარება.

8.
გაანებივრეთ ერთმანეთი მცირე საჩუქრებით

სასიამოვნო წვრილმანები ძალიან ახალისებს ცხოვრებას. ეცადეთ, სულ მცირედით მაინც
გაანებივროთ საყვარელი ადამიანი. თუ საჩუქრის ყიდვის საშუალებაც არ გაქვთ, ქაღალდზე დაუწერეთ ”მიყვარხარ” და უჩვეულო ადგილზე მიუკარით.

9
. პატივს სცემენ ერთმანეთის გრძნობებს

არ არის აუცილებელი, ყველაფერში დაეთანხმოთ პარტნიორს. მთავარია, პატივი სცეთ მის გადაწყვეტილებას. ნუ ეცდებით საკუთარი მოსაზრების მტკიცებას. გაიაზრეთ პარტნიორის მოთხოვნებიც.

10.
ნუ დაივიწყებთ იუმორის არსებობას

რთული სიტუაციების განმუხტვაში იუმორი დაგეხმარებათ, მაგრამ იუმორს სარკაზმად ნუ აქცევთ. ამით პარტნიორს გულს ატკენთ.


კომენტარები (2)
ტოტო
მთავარი ის არის,რომ თავს არ გრძნობენ მოხუცებად.ისევე უყვართ ერთმანეთი ,როგორც ქორწინების პირველ დღეს.დანარჩენი ყველაფერი მნიშვნელოვანია,მაგრამ მეორე ხარისხოვანი.ამ წყვილებს აქვთ ბიოლოგიური ერთიანობა,რომელიც მათ ფიზიკურად შეიძლება იმდენად არა, მაგრამ სულიერად მუდმივად აახალგაზრდავებთ და ერთმანეთის მიმართ სასიყვარულო ვნებას განაცდევინებს ასაკის მიუხედავად.
ნანა
ორი ადამიანის ურთიერთობისთვის ეს ყველა პირობა აუცილებელია.
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
11 რამ რასაც ჭკვიანი ქალები 45 წლის შემდეგ აღარ აკეთებენ
14:31 / 27-08-2017
ქალი არ ბერდება. ასაკის მატებასთან ერთად ბრძენდება და თავდაჯერებული ხდება.
10 რამ, რისი გაკეთებაც უნდა შეწყვიტოთ 50 წლის შემდეგ
10:42 / 23-08-2017
მოგითხრობთ ქმედებებსა და ჩვევებზე, რომლებსაც უნდა დაემშვიდობოთ 50 წლის შემდეგ.
6 მარტივი გზა იმისათვის, რომ ბევრად ახალგაზრდად გამოვიყურებოდეთ
12:44 / 18-07-2017
როგორ უნდა დაიბრუნოთ ახალგაზრდობა და მოიშოროთ სიბერის ყველა ნიშანი? ფიზიკურიც და ფსიქოლოგიურიც... გაითვალისწინეთ მხოლოდ 6 პუნქტი და დაემშვიდობეთ განვლილ წლებს.
კლიმაქსი-უკანასკნელი აღმართი ქალის ცხოვრებაში
12:12 / 30-06-2017
კლიმაქსი რთული პერიოდია ყველა ქალისთვის, თუმცა -გარდაუვალი... მაგრამ თუ კარგად გავერკვევით და შევისწავლით მის უარყოფით მხარეებს, მისი დაძლევა არც ისეთი ძნელი იქნება.
50 წლის ვარ და ახლა გავიგე 15 მნიშვნელოვანი წესი, მაგრამ უკვე დავიანებულია
12:49 / 04-06-2017
ნუ გაიმეორებთ ჩემს შეცდომას, სანამ 20, 30 წლის ხართ. 15 წესი, 50 წლის ქალისგან, რომელიც ყველა ახალგაზრდა გოგომ უნდა გაითვალისწინოს.
მაკიაჟი 45 წლის ზევით, რომელიც აახალგაზრდავებს. ინსტრუქცია ნაბიჯ-ნაბიჯ
15:24 / 02-06-2017
ქალს ნებისმიერ ასაკში სურს, იყოს ლამაზი. მაკიაჟის გაკეთებამდე უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე რჩევა, რათა ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ.
70 წლის ვარ და ჩემი დაუჯერებელი სხეულის მხოლოდ 1 საიდუმლო არსებობს
14:50 / 31-05-2017
ავსტრალიელი კეროლინ ჰარტცი - 70 წლისაა, თუმცა მისი სხეული 30 წლის გოგონას სხეულს ჰგავს. საოცარია, როგორ შეძლო მან ამ ფორმის შენარჩუნება.
მსოფლიოში ყველაზე მოდური ბებიები. აი, როგორ უნდა გამოიყურებოდეთ პენსიის ასაკში!
12:51 / 10-05-2017
ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ეს ქალები - ბებიები არიან, რომლებსაც შვილიშვილები ძალიან უყვართ. მიუხედავად მათი ასაკისა, მათი სხეულების ბევრ 20 წლის გოგოს შეშურდება.
30 წლის წინ, მასზე ყველა მამაკაცი ოცნებობდა - ახლა, 64 წლის ასაკში კი, ორმაგად ახალგაზრდულად გამოიყურება
19:19 / 21-04-2017
გასული საუკუნის 70-80-იან წლებში გრასიელა ინეს ალფანო, სხვადასხვა კომედიურ გადაღებებში მონაწილეობით გახდა პოპულარული.
როგორ შევაჩეროთ  სიბერე: გადახედეთ ყოველდღიურ საქმეებს
11:25 / 26-03-2017
1972 წლის 13 თებერვალს მიშელ სიფერი ტეხასის გამოქვაბულში 6 თვით ველურივით ცხოვრობდა და ადამიანის ორგანიზმის ბიორიტმს სწავლობდა.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31