ვარსკვლავები, რომლებმაც 60 წელს გადააბიჯეს და მაინც მშვენივრად გამოიყურებიან
ვარსკვლავები, რომლებმაც 60 წელს გადააბიჯეს და მაინც მშვენივრად გამოიყურებიან
ლამაზად დაბერება ყველას არ შეუძლია. ზოგი წლებს არ უშინდება და ასაკის მიუხედავად, მომხიბვლელად გამოიყურება. მათ იციან საიდუმლო, რაც ახალგაზრდობის შენარჩუნებაში ეხმარებათ და ჩვენც გვიმხელენ.
მერილ სტრიპი, 67 წლის

არ უყვარს დიზაინერების სამოსი, მაგრამ მუდამ ელეგანტურად გამოიყურება. არც პლასტიკური ოპერაციები იზიდავს და არც დიეტები. ცდილობს, მუდამ ბუნებრივი და ზომიერი იყოს.

ჰელენ მირენი, 77 წლის

დიზაინერების სამოსის მოყვარული მსახიობი აღიარებს, რომ არასდროს უყვარდა სპორტდარბაზებში სიარული, მაგრამ უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია ყოველ დილით 15 წუთი ვარჯიშობს.

სოფი ლორენი, 81 წლის

დღესაც მოდური და ელეგანტურია. თავისი ცხოვრების წესი აქვს: საღამოს 9 საათზე იძინებს, ხმელთაშუა ზღვის დიეტით იკვებება და ცდილობს, მუდამ კარგ განწყობაზე იყოს.

ჯეინ ფონდა, 78 წლის

"აერობიკის დედას" ძნელია ბებია უწოდო. მისი სხეული სამაგალითოა. ჯეინს მოხდენილობის მარტივი ფორმულა აქვს: არც ერთი დღე აერობიკის გარეშე.

კეტრინ დენევი, 72 წლის

მუდამ მიმზიდველი კეტრინი ჯანსაღი ცხოვრების წესით ვერ დაიკვეხნის, დღემდე ეწევა და ღვინოსაც მიირთმევს.

ჯესიკა ლანჟი, 66 წლის

ახალგაზრდულობის შენარჩუნებას ჩაცმის მკაცრი სტილითა და მოვლილი თმით ცდილობს.

კარმენ დელორფისი, 85 წლის

პოდიუმის დედოფალი დღემდე მონაწილეობს მოდების ჩვენებაში. არ მალავს ასაკს და ამაყობს საინტერესოდ განვლილი წლების გამო.

კრისტი ბრინკლი, 62 წლის

ლამაზად კი არა, მგონი, საერთოდ არ ბერდება. ჯანსაღი ცხოვრების წესს იცავს და ამიტომაცაა, 30 წლის ქალივით რომ გამოიყურება.

სიუზან სარანდონი, 69 წლის

30 წლით უმცროს მამაკაცებს ახვევს თავბრუს. მერე რა, რომ მკვრივი მუცელი და თეძოები აღარ აქვს.

მიშელ მერსიე, 77 წლის

"ანჟელიკა - ანგელოზების მარკიზა" ახალგაზრდობაში ლამაზი ქალი იყო და მომხიბვლელობასა და შარმს დღესაც არ კარგავს.

ჯოან კოლინზი, 83 წლის

მისი დებიუტი კინოში 64 წლის წინ შედგა. 5-ჯერ იყო გათხოვილი. მისი ბოლო ქმარი მსახიობზე 32 წლით უმცროსია.

დაიან კიტონი,
You must have Flash Player installed in order to see this player.
70 წლის

მძიმე სენი დაამარცხა (მსახიობს კანის კიბო ჰქონდა) და წითელ ხალიჩაზე ამაყად გაიარა.

სიგურნი უივერი, 66 წლის

წლების მატებას კი არ ებრძვის, მშვიდად იღებს მათ. ახალგაზრდობის მარტივი საიდუმლო აქვს, ჯანსაღი ცხოვრების წესი და საყვარელი და ერთადერთი მამაკაცი.

შარლოტა რემპლინგი, 70 წლის

ბრიტანელი მსახიობი ოპერაციებით არ ცდილობს გაახალგაზრდავებას, იგი "ლამაზად ბერდება".

ოპრა უინფრი, 62 წლის

ტელევიზიის "რკინის ლედი" სუქდებოდა, იცვლიდა ჩაცმის სტილს, ვარცხნილობას, მაგრამ მუდამ რჩებოდა ჭკვიან და მომხიბვლელ წამყვანად, რომელსაც ყველა ვარსკვლავი საიდუმლოს ანდობს.
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ვიდეო სიახლეები
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
10 რამ, რისი გაკეთებაც უნდა შეწყვიტოთ 50 წლის შემდეგ
15:42 / 15-08-2017
მოგითხრობთ ქმედებებსა და ჩვევებზე, რომლებსაც უნდა დაემშვიდობოთ 50 წლის შემდეგ.
6 მარტივი გზა იმისათვის, რომ ბევრად ახალგაზრდად გამოვიყურებოდეთ
12:44 / 18-07-2017
როგორ უნდა დაიბრუნოთ ახალგაზრდობა და მოიშოროთ სიბერის ყველა ნიშანი? ფიზიკურიც და ფსიქოლოგიურიც... გაითვალისწინეთ მხოლოდ 6 პუნქტი და დაემშვიდობეთ განვლილ წლებს.
კლიმაქსი-უკანასკნელი აღმართი ქალის ცხოვრებაში
12:12 / 30-06-2017
კლიმაქსი რთული პერიოდია ყველა ქალისთვის, თუმცა -გარდაუვალი... მაგრამ თუ კარგად გავერკვევით და შევისწავლით მის უარყოფით მხარეებს, მისი დაძლევა არც ისეთი ძნელი იქნება.
50 წლის ვარ და ახლა გავიგე 15 მნიშვნელოვანი წესი, მაგრამ უკვე დავიანებულია
12:49 / 04-06-2017
ნუ გაიმეორებთ ჩემს შეცდომას, სანამ 20, 30 წლის ხართ. 15 წესი, 50 წლის ქალისგან, რომელიც ყველა ახალგაზრდა გოგომ უნდა გაითვალისწინოს.
მაკიაჟი 45 წლის ზევით, რომელიც აახალგაზრდავებს. ინსტრუქცია ნაბიჯ-ნაბიჯ
15:24 / 02-06-2017
ქალს ნებისმიერ ასაკში სურს, იყოს ლამაზი. მაკიაჟის გაკეთებამდე უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე რჩევა, რათა ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ.
70 წლის ვარ და ჩემი დაუჯერებელი სხეულის მხოლოდ 1 საიდუმლო არსებობს
14:50 / 31-05-2017
ავსტრალიელი კეროლინ ჰარტცი - 70 წლისაა, თუმცა მისი სხეული 30 წლის გოგონას სხეულს ჰგავს. საოცარია, როგორ შეძლო მან ამ ფორმის შენარჩუნება.
მსოფლიოში ყველაზე მოდური ბებიები. აი, როგორ უნდა გამოიყურებოდეთ პენსიის ასაკში!
12:51 / 10-05-2017
ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ეს ქალები - ბებიები არიან, რომლებსაც შვილიშვილები ძალიან უყვართ. მიუხედავად მათი ასაკისა, მათი სხეულების ბევრ 20 წლის გოგოს შეშურდება.
30 წლის წინ, მასზე ყველა მამაკაცი ოცნებობდა - ახლა, 64 წლის ასაკში კი, ორმაგად ახალგაზრდულად გამოიყურება
19:19 / 21-04-2017
გასული საუკუნის 70-80-იან წლებში გრასიელა ინეს ალფანო, სხვადასხვა კომედიურ გადაღებებში მონაწილეობით გახდა პოპულარული.
როგორ შევაჩეროთ  სიბერე: გადახედეთ ყოველდღიურ საქმეებს
11:25 / 26-03-2017
1972 წლის 13 თებერვალს მიშელ სიფერი ტეხასის გამოქვაბულში 6 თვით ველურივით ცხოვრობდა და ადამიანის ორგანიზმის ბიორიტმს სწავლობდა.
50 წლის სელმა ჰაიეკი: ”ბოტოქსის არ მჯერა”
12:33 / 15-03-2017
50 წლის სელმა ჰაიეკი დღემდე ერთ-ერთ ყველაზე მომხიბვლელ და მოთხოვნად მსახიობად ითვლება. წელს მისი მონაწილეობით 4 ფილმი გამოვა.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31