ეს წყვილი 55 წლის წინ დაქორწინდა. ელდარ მარგალიტაშვილმა ნუნუ ბერია სამგრელოდან კახეთში წამოიყვანა. მათ ორი შვილი, ორი შვილიშვილი და ერთი შვილთაშვილი ჰყავთ. წლების შემდეგ მათი შვილიშვილის ქმარმა, რომელიც პროფესიით ფოტოგრაფი გახლავთ, გადაწყვიტა, მათთვის ჯვარი დაეწერა და უჩვეულო ფოტოსესია გადაეღო.
გიორგი ტორონჯაძე (პროექტის ავტორი; Toro Photography)
- გადავწყვიტე, გამეკეთებინა კეთილი საქმე და დამეწერა ჯვარი მათთვის. ვინაიდან 7 წელია ფოტოგრაფი ვარ, ვიფიქრე, რომ მსგავსი პროექტი საქართველოში ჯერ არ ყოფილა (ყოველ შემთხვევაში, მე არ მქონდა ნანახი). დავითანხმეთ ბებია და პაპა.
ჯვრისწერა იყო თელავში, ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში, თავიანთ სახლთან ახლოს, სადაც 55 წელი ერთად გაატარეს.
პროექტს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ალბომს Facebook-ზე, ჩემს ოფიციალურ გვერდზე Toro Photography, დადებიდან 24 სთ-ში 1400 გაზიარება და 4000 მოწონება ჰქონდა.
თავიანთ სახლთან ახლოს, სადაც 55 წელი ერთად გაატარეს. იხილეთ ფოტოგალერეა