ჩვენი რედაქცია ეცადა, გარკვეულიყო, რა უნდა გააკეთო, რათა ლამაზად დაბერდე. სწორედ ახლა, როდესაც სიბერე მხოლოდ ჩვენი მომავალია, შეგვიძლია ვიზრუნოთ იმაზე, რომ ამ მდგომარეობას თავაწეულნი შევხვდეთ.
ასაკოვანი ლამაზი ქალების საიდუმლოებები
საკვები, როგორც რელიგია
ჩვენ ვართ ის, რასაც ვჭამთ. საკვები კანის მდგომარეობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ადამიანი სწორედ საკვებისგან იღებს საჭირო ვიტამინებსა და მინერალებს. ხშირად მიირთვით ნატურალური შეფერილობის პროდუქტები, რადგან ისინი მდიდარია A, C, E, D და K ვიტამინებით.
საქმე ტანსაცმლის რაოდენობაში კი არა, ხარისხშია
საშუალო შემოსავლის მქონე ქალებიც კი იძენენ ძვირად ღირებულ და კომფორტულ სამოსს - ქაშმირს, აბრეშუმს, კარგ ფეხსაცმელს და თუნდაც ერთ კარგ ჩანთას. ყველაფერი ეს კი ქმნის ასაკოვანი ქალის ელეგანტურ სტილს, რომელიც აღფრთოვანებას იწვევს.
ასაკთან ერთად, სოციალური ცხოვრება არ ქრება
ჩვენი ქალებისგან განსხვავებით, რომლებიც სერიალების ყურებასა და ძილს ამჯობინებენ სოციალურ ცხოვრებას, ფრანგი ქალები უფრო აქტიურები ხდებიან. შვილები გაიზარდნენ და მოვლას არ საჭიროებენ, ყოფა დალაგებულია, ასე რომ, დროა, საკუთარ თავს მიხედო და იარო წვეულებებზე, კინო-თეატრებში, კარგ ბარებში და ა.შ.
არ არსებობს ასაკობრივი ზღვარი სექსუალურობისთვის და სექსისთვის
40 წლის შემდეგ მეორე ახალგაზრდობა დგება - ბევრ რამეს მიაღწიეთ, გათავისებული გაქვთ, დროა, დატკბეთ ჯერ კიდევ შესანიშნავი ფიზიკური ფორმითა და გამოცდილებით. ქალი ხომ მაშინაა ლამაზი, როცა თავს სასურველად გრძნობს.
სიახლეებისადმი მზადყოფნა
სასურველია ყოველდღე რაიმე ახალი შეიცნოთ და შეინარჩუნოთ ცხოვრებისადმი ინტერესი. ყველაფერი ეს ადამიანს აახალგაზრდავებს და მისი თვალები კვლავ ბრწყინავს. შეისწავლეთ უცხო ენა, დაეუფლეთ ტექნიკასა და ახალ პროგრამებს.
იუმორის გრძნობა - ძლიერი ანტიოქსიდანტი
ცხოვრებას პოზიტიურად მიუდექით, თქვენში მხოლოდ მისი ნათელი მხარე გაატარეთ. იხუმრეთ არამხოლოდ გარშემომყოფ რამეებზე, არამედ საკუთარ თავზეც. სიცილი ხომ ცხოვრებას ახანგრძლივებს!
ასაკი ავადმყოფობა არ არის
მთავარია, მიიღოთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ. ნუ ინანებთ გასულ წლებზე, შექმენით თქვენი ისტორია და შემდეგ კეთილად გაიხსენეთ. ცხოვრების ყოველ პერიოდს თავისი ხიბლი აქვს. ყოველი დღისგან ელოდეთ სიხარულსა და წარუშლელ მომენტებს. ეს დიდ ცხოვრებისეულ ენერგიას მოგანიჭებთ და ერთ-ორ ნაოჭსაც მოგაცილებთ.