ქალი არ ბერდება. ასაკის მატებასთან ერთად ბრძენდება და თავდაჯერებული ხდება.
აი, 11 მინიშნება, რასაც 45 წლის შემდეგ ქალი არასდროს გააკეთებს.
1. საკუთარ თავზე ეკონომიას
მოხდენილად აცვია, უვლის საკუთარ თავს, სხეულს. სურს ოჯახის წევრებისთვის მუდამ ლამაზად გამოიყურებოდეს.
2. არ შეიჭრის თმას მოკლედ
არც უაზრო ფერზე შეიღებავს. მან იცის, რომ თმა ქალის სამკაულია და მაქსიმალურად უფრთხილდება მას. რეგულარულად იკეთებს თმის ნიღაბს.
3. ყრის ბებრულ ნივთებს
ზოგიერთი ქალი თვლის, რომ ახალგაზრდობა დასრულდა და უფორმო სამოსს იცვამს. გახსოვდეთ, რომ 45 წლის ქალსაც აქვს უფლება მოდურად გამოიყურებდეს.
4. არ იცვამს თინეიჯერულ სამოსს
უაზრო წარწერიან-ნახატიანი მაისური და ულტრამინი არ გაგაახალგაზრდავებთ. ჩაიცვით თქვენი ასაკის შესაბამისად, - მოდურად და ელეგანტურად.
5. არ აკვირდება ტრენდებს
თავისი მოდა აქვს. იცვამს იმასაც, რაც უხდება და მოდის გამო სულელივით არ გამოიყურება.
6. ფარავს ნაკლს, გამოაჩენს ღირსებას
წელს ქამრით გამოკვეთავს, მაისურს გულზე სამკუთხედი ამონაჭერით ჩაიცვამს, რომ გრძელი ყელი გამოუჩნდეს. არ გაეკარება ტომრისმაგვარ სამოსს.
7. არ დარბის მაღალ ქუსლებზე
დღესასწაულებზე ან კვირაში ერთხელ შეგიძლიათ ჩაიცვათ, მაგრამ უპირატესობა მყარქუსლიან, ტყავის ფეხსაცმელს მიანიჭეთ. ყოველდღიურად კი - კედებს, ბალეტკებს.
8. არ ყიდულობს იაფფასიან თეთრეულს
იცის, რომ ხარისხიანი თეთრეული მუდამ მოდაშია, ის კარგად იჭერს მკერდს, მუცელს.
9. კოსმეტიკის გადაჭარბებით გამოყენება
ხვდება, რომ წლების მატებასთან ერთად ნაოჭები, პიგმენტური ლაქები უჩნდება, კანი უცხიმიანდება ან უშრება. ამიტომ, კოსმეტოლოგ-ვიზაჟისტთან კონსულტაციის შემდეგ განსხვავებულ მაკიაჟს იკეთებს, რომელიც 10 წლით აახალგაზრდავებს.
10. არ უვლის სხეულს
თუ ბავშვი გააჩინეთ, არ გაქვთ უფლება მიუშვათ სხეული. მუდამ ფორმაში უნდა გქონდეთ ტანი. ცურვა, იოგა, აერობიკა, ზუმბა - აირჩიეთ თქვენთვის სასურველი.
11. დაივიწყებს ჯანმრთელობას
ვარჯიში და სილამაზე კარგია, მაგრამ არც ექიმთან ვიზიტი უნდა დაივიწყოთ. წელიწადში ერთხელ ჩააბარეთ ანალიზები, ეწვიეთ სტომატოლოგს, გინეკოლოგს, თერაპევტს. გახსოვდეთ, რომ ლამაზი ქალი - ჯანმრთელი ქალია.