კრისტი ბრინკლი 62 წლისაა. ამ ლამაზმანს ბებიას ნამდვილად ვერ უწოდებთ. მას სამი შვილი ჰყავს. მესამე 44 წლისამ გააჩინა. კრისტი დღემდე მოდელად მუშაობს.
მოდელის კარიერის მანძილზე მისი ფოტო 500 ჟურნალის ყდაზე იყო გამოქვეყნებული. 4-ჯერ განქორწინდა, დაწერა წიგნი-ბესტსელერი, გადაღებულია 5 ფილმსა და სერიალში. ცხოველების აქტიური დამცველია.
51 წლისამ მრავალწლიანი სარეკლამო კონტრაქტი გააფორმა CoverGirl-თან. 57 წლისამ კოსმეტიკის საკუთარი ხაზი შექმნა, 58 წლისამ Haute Living-ის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა და 60 წლის იუბილე იმით აღნიშნა, რომ "ფლეიბოის" ყდაზე გამოქვეყნდა საცურაო კოსტიუმში გადაღებული მისი ფოტო.
59 წლის კრისტი შვილთან, სეილორთან ერთად.
კრისტი 13 წლიდან ვეგეტარიანელია. სხვათა შორის, მსოფლიოს ლამაზმანებიდან ბევრი არ ჭამს ხორცს: კეიტ უინსლეტი, უმა თურმანი, ნიკოლ კიდმანი, პენელოპა კრუსი, ნატალი პორტმანი, ლივ ტაილერი, გვინეტ პელტროუ, სტელა მაკარტნი, მადონა, სინდი კროუფორდი, კლაუდია შიფერი, კიმ ბესინჯერი, ბრუკ შილდსი, დემი მური. ეს ინფორმაცია მათთვის, ვისაც მიაჩნია, რომ ვეგეტარიანელობა დაავადების მომტანი და მავნებლობაა.
თუმცა, დავუბრუნდეთ კრისტის. მისი დღის რაციონი მეტად მარტივია:
"საუზმეზე შვრიის ფაფას მივირთმევ, კენკრით; სადილზე - ნიგვზიანი ლობიოს სალათს. ვახშამზე - ხილს". თუ ტკბილი უნდება, ქოქოსის წვენს სვამს ან ბანანის ჩიპსებს მიირთმევს. იშვიათად მიირთმევს საყვარელ პასტას.
დღეში 10 წუთს უთმობს ხელებისა და ფეხების ვარჯიშს, პრესს. აკეთებს 100 აჭიმვას. დაკავებულია სირბილით, იოგით, აერობიკით, ცეკვებით, ფიტნესით, სერფინგით, ველოსიპედით, ცურვით.
პლასტიკური ოპერაციები ჯერ არ სჭირდება, მაგრამ მომავალში არ გამორიცხავს მათ გაკეთებას.
ამ ფოტოზე კრისტი 61 წლისაა.
"ჩემი თაობა დარწმუნებულია, რომ 60 წელი გაორმაგებული 30-ია. თქვენ შეიძლიათ შექმნათ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც გსურთ, რომ იყოთ".

50 წლის ვარ და ახლა გავიგე 15 მნიშვნელოვანი წესი, მაგრამ უკვე დავიანებულია