ვებრძოლოთ ასაკს!
ვებრძოლოთ ასაკს!
რაც დრო გადის, სულ უფრო ცუდად გრძნობთ თავს და გგონიათ, რომ დაბერდით, ყოველ წუთში სარკეში იყურებით და ნაოჭებს ითვლით? - სულაც არ არის ასე.
ქალი იმდენი წლის არის, რამდენადაც თვითონ გრძნობს თავს. თუ ქალს ჰგონია, რომ ასაკიანია, ეს იმას ნიშნავს, რომ თავად დაიბერა თავი.

როცა ქალი თავს არ უვლის და ყოველი ნაკვთის უკმაყოფილოა, მაშინ ის არც მამაკაცებს მოსწონთ და მით უმეტეს მეუღლეს...

რა ჰმატებს ასაკს ყველაზე მეტად ქალს? – გაახალგაზრდავების უზომოდ დიდი სურვილი და ამის ფონზე სამოსისა და მაკიაჟის თუ სხვა დეტალების არასწორად შერჩევა.

მაშ ასე, დროზე ადრე რომ არ დაიბეროთ თავი, დაიმახსოვრეთ:

1. ყურადღება მიაქციეთ სამოსს. აუცილებლად მოდურად უნდა გეცვათ, თუმცა ამავე დროს ელეგანტურად. არ არის საჭირო ახალგაზრდების მიბაძვა და მათ მსგავსად ჩაცმა. რაც უფრო გამომწვევად ჩაიცვამთ, მით უფრო სასაცილო სიტუაციაში აღმოჩნდებით.

2. კლასიკური ფეხსაცმელი 2-დან 6 სმ-მდე ქუსლით ზუსტად თქვენთვისაა. ეცადეთ, ის რაც შეიძლება მოხერხებული იყოს.

3. არ წაისვათ მკვეთრი ლაქი არც ხელის და არც ფეხის ფრჩხილებზე.

4. მაკიაჟი სახის ფორმის მიხედვით შეარჩიეთ. ჰარმონიული, სადა მაკიაჟი თქვენ უფრო ელეგანტურსა და მიმზიდველს გაგხდით.

5. დაივიწყეთ ექსპერიმენტები და ისეთ ვარცხნილობაზე შეაჩერეთ არჩევანი, რომელიც თქვენს ქალურობას გაუსვამს ხაზს. ფერი ბუნებრივი შეარჩიეთ, იასამნისფერი, წითელი და ასე შემდეგ სათვალავიდან ამოაგდეთ. სიგრძეს რაც შეეხება – აქცენტი საშუალოზე გააკეთეთ, არც ძალიან დაიგრძელოთ და არც მოკლედ შეიჭრათ. დაიცავით ოქროს შუალედი.

6. ხშირად ქალების უმტესობას ასაკში მსხვერპლის როლის თამაში უყვარს, როგორც შვილებთან, ასევე ქმართანაც. გარშემომყოფთა რეაქცია კი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად კარგად ასრულებს ამ როლს”მსხვერპლი”. ეს მხოლოდ ცუდია თქვენთვის. შეეცადეთ ძლიერი იყოთ როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე იმ ხალხისთვის, რომლებიც ყველაზე ძალიან გიყვართ. არ იწუწუნოთ! ის, რომ თქვენ ცოცხალი ხართ, უკვე დიდი საჩუქარია, ჰოდა,
You must have Flash Player installed in order to see this player.
დატკბით ცხოვრებით.

7. ნაოჭები ყელზე, ლოყებსა და შუბლზე, ტუჩის ჩამოწეული კუთხეები….. – ეს ყველაფერი სიბერის ნიშნებია და თქვენც ნერვებს გიშლით? და მაინც, არ გირჩევთ ქირურგიულ ჩარევას, სჯობს ბუნებრივ მეთოდებს მიმართოთ, მასაჟებით, ვარჯიშებითა და კოსმეტიკური საშუალებებით შედეგს აუცილებლად მიაღწევთ. აუცილებელია სატრენაჟორო დარბაზში სიარული.

8. არაფერი ისე არ აახალგაზრდავებს ქალს, როგორც სიყვარული. ქალმა უნდა იგრძნოს, რომ უყვარს და უყვართ. ამ შემთხვევაში, მარად ახალგაზრდა იქნება.

9. ჭარბი წონა ორმაგად ჰმატებს ასაკს. ამიტომ სულ უნდა აკონტროლოთ ის. დილაობით ივარჯიშეთ, რაც შეიძლება მეტი ენერგია დახარჯეთ, ნაკლებად ცხიმიანი საკვები მიირთვით...

10. თქვენი წარუმატებლობა არავითარ შემთხვევაში ასაკს არ დააბრალოთ. თუ რამდენიმე სამსახურში დაგიწუნეს, ბრძოლა გააგრძელეთ, საკუთარი თავის რწმენა გქონდეთ და მიზანს აუცილებლად მიაღწევთ. თუ საშუალება გაქვთ, საკუთარი ბიზნესი წამოიწყეთ, გვიანი არასდროს არ არის. შეგიძლიათ ამ ასაკში პროფესიული თვალსაზრისით მეორე ცხოვრება თავისუფლად დაიწყოთ.

11. აუცილებლად იყავით ის, რაც ხართ. დაინტერესდით ცხოვრებით და ისიც დაინტერესდება თქვენით. გიყვარდეთ ყველა და ყველაფერი და თქვენ ძალიან ბედნიერი იქნებით. გაიღიმეთ, იყავით აქტიურები და დატკბით ცხოვრებით!

შორენა თარაშვილი
ჟურნალი”და ქალი”

კომენტარები (4)
ბებია
ვარ 54 ტცლის ქალბატონი,სრულიად არ ვგრდზნობ ტავს დაბერებულად,პირიქიტ ბევ უსიცოცხლო და იუნტერესო ახლაგაზრდა ვაჯობებ ნებისმიერ საკიტხსჰი,ასაკი სიფრია,გული არა ბერდება ტუ დზალატი არ დააბერეტ დამიჯერეტ,იკავიტ აქტიურად,მიაქტციეტ კურადგება ტქვენს ტავს და ასაკი სგჰირს იქნება ტქვენგან!გისურვებტ ცარმატებებს ლამაზებო!!!ქარტველი ქალი ნებისმიერ ასაკსჰი მომხიბლავია.
Bones
I love raeindg these articles because they're short but informative.
Bones
I love raeindg these articles because they're short but informative.
Bones
I love raeindg these articles because they're short but informative.
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ვიდეო სიახლეები
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
10 რამ, რისი გაკეთებაც უნდა შეწყვიტოთ 50 წლის შემდეგ
15:42 / 15-08-2017
მოგითხრობთ ქმედებებსა და ჩვევებზე, რომლებსაც უნდა დაემშვიდობოთ 50 წლის შემდეგ.
6 მარტივი გზა იმისათვის, რომ ბევრად ახალგაზრდად გამოვიყურებოდეთ
12:44 / 18-07-2017
როგორ უნდა დაიბრუნოთ ახალგაზრდობა და მოიშოროთ სიბერის ყველა ნიშანი? ფიზიკურიც და ფსიქოლოგიურიც... გაითვალისწინეთ მხოლოდ 6 პუნქტი და დაემშვიდობეთ განვლილ წლებს.
კლიმაქსი-უკანასკნელი აღმართი ქალის ცხოვრებაში
12:12 / 30-06-2017
კლიმაქსი რთული პერიოდია ყველა ქალისთვის, თუმცა -გარდაუვალი... მაგრამ თუ კარგად გავერკვევით და შევისწავლით მის უარყოფით მხარეებს, მისი დაძლევა არც ისეთი ძნელი იქნება.
50 წლის ვარ და ახლა გავიგე 15 მნიშვნელოვანი წესი, მაგრამ უკვე დავიანებულია
12:49 / 04-06-2017
ნუ გაიმეორებთ ჩემს შეცდომას, სანამ 20, 30 წლის ხართ. 15 წესი, 50 წლის ქალისგან, რომელიც ყველა ახალგაზრდა გოგომ უნდა გაითვალისწინოს.
მაკიაჟი 45 წლის ზევით, რომელიც აახალგაზრდავებს. ინსტრუქცია ნაბიჯ-ნაბიჯ
15:24 / 02-06-2017
ქალს ნებისმიერ ასაკში სურს, იყოს ლამაზი. მაკიაჟის გაკეთებამდე უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე რჩევა, რათა ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ.
70 წლის ვარ და ჩემი დაუჯერებელი სხეულის მხოლოდ 1 საიდუმლო არსებობს
14:50 / 31-05-2017
ავსტრალიელი კეროლინ ჰარტცი - 70 წლისაა, თუმცა მისი სხეული 30 წლის გოგონას სხეულს ჰგავს. საოცარია, როგორ შეძლო მან ამ ფორმის შენარჩუნება.
მსოფლიოში ყველაზე მოდური ბებიები. აი, როგორ უნდა გამოიყურებოდეთ პენსიის ასაკში!
12:51 / 10-05-2017
ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ეს ქალები - ბებიები არიან, რომლებსაც შვილიშვილები ძალიან უყვართ. მიუხედავად მათი ასაკისა, მათი სხეულების ბევრ 20 წლის გოგოს შეშურდება.
30 წლის წინ, მასზე ყველა მამაკაცი ოცნებობდა - ახლა, 64 წლის ასაკში კი, ორმაგად ახალგაზრდულად გამოიყურება
19:19 / 21-04-2017
გასული საუკუნის 70-80-იან წლებში გრასიელა ინეს ალფანო, სხვადასხვა კომედიურ გადაღებებში მონაწილეობით გახდა პოპულარული.
როგორ შევაჩეროთ  სიბერე: გადახედეთ ყოველდღიურ საქმეებს
11:25 / 26-03-2017
1972 წლის 13 თებერვალს მიშელ სიფერი ტეხასის გამოქვაბულში 6 თვით ველურივით ცხოვრობდა და ადამიანის ორგანიზმის ბიორიტმს სწავლობდა.
50 წლის სელმა ჰაიეკი: ”ბოტოქსის არ მჯერა”
12:33 / 15-03-2017
50 წლის სელმა ჰაიეკი დღემდე ერთ-ერთ ყველაზე მომხიბვლელ და მოთხოვნად მსახიობად ითვლება. წელს მისი მონაწილეობით 4 ფილმი გამოვა.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31