უკვე ორი კვირაა, მთელი მსოფლიო „ყველაზე ლამაზი დამნაშავის“, ჯერემი მიქსისა და მილიარდერის ქალიშვილის, ქლოე გრინის ფოტოს განიხილავს.
მაშინ, როცა ჯერემის ცოლს ეგონა, რომ ის სამსახურის თაობაზე თურქეთში იმყოფებოდა, მიქსი ქლოესთან ერთად იახტაზე ერთობოდა.
საბოლოოდ, ჯერემი მიქსის ცოლმა მოღალატე ქმარი სახლიდან გააგდო და The Daily Mail-ს შეატყობინა, რომ გაოგნებული და იმედგაცრუებულია:
"მე ვიცი, რომ ორივე დამნაშავეა, მაგრამ ქლოემ ხომ იცოდა, რომ ის დაოჯახებულია? რომელი ქალი მოექცევა ასე სხვა ქალს? დიახ, ჩემი ქორწინება არ იყო სრულყოფილი, მაგრამ ვფიქრობდი, რომ მისი გადარჩენა შეიძლებოდა. ახლა მათ ჩემი სამყარო გაანადგურეს. ჩემი გული დამსხვრეულია. რა თქმა უნდა, მასზე ვბრაზობ. ამის პატიება არ შეიძლება. ერთ-ერთმა მაინც იფიქრა, როგორ იმოქმედებდა ეს ყველაფერი ბავშვებზე? ისინი მე კითხვებს მისვამენ, მე კი არ ვიცი, რა ვუპასუხო."
გაგრძელება + ფოტო